ბორჯომის საკრებულოში ორი ახალი ფრაქცია დარეგისტრირდა
ბორჯომის საკრებულოში ორი ახალი ფრაქცია დარეგისტრირდა

ბორჯომის საკრებულოში ფრაქციები „ქართული ოცნება – კონსერვატორები“ და „ქართული ოცნება – მრეწველები“ დღევანდელ სხდომაზე დარეგისტრირდა.

ვარლამ ხვინგია „ქართული ოცნება – კონსერვატორებს“, ხოლო ივანე შალუტაშვილი „ქართული ოცნება – მრეწველებს“ უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომის საკრებულოში ორი ფრაქციის შექმნის მიზნით „ქართული ოცნების“ პარტია სამმა დეპუტატმა დატოვა.

ფრაქციების შექმნის მოთხოვნით დეპუტატებმა საკრებულოს 18 იანვარს მიმართეს, თუმცა საკრებულოს წევრებმა ფრაქციის შექმნას მხარი არ დაუჭირეს. ამ გადაწყვეტილების გაბათილების მოთხოვნით დეპუტატებმა ახალციხის რაიონულ სასამართლოში საჩივარი შეიტანეს.

მხარეები მას შემდეგ მორიგდნენ, როდესაც საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე გადააყენეს. ახლა კი ბორჯომის საკრებულოს გიორგი გოგიჩაიშვილი ხელმძღვანელობს.