ბორჯომის საკრებულომ ფრაქცია „პატრიოტების“ თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენა
ბორჯომის საკრებულომ ფრაქცია „პატრიოტების“ თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენა

ბორჯომის საკრებულოს წევრებმა ნიკოლოზ კიკნაძე ფრაქცია „ბორჯომის პატრიოტების“ თავმჯდომარეობიდან გადააყენეს. აღნიშნული გადაწყვეტილება გუშინ გამართულ სხდომაზე მიიღეს.

დეპუტატები ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება „პატრიოტთა ალიანსმა“ ერთობლივად მიიღო, რადგან თავმჯდომარე საკრებულოს სხდომებს არ ესწრებოდა და დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებდა.

ფრაქციის ყოფილი თავმჯდომარე ადასტურებს, რომ მას შემდეგ, რაც ზაზა ჩაჩანიძე საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს, სხდომებს არ დასწრებია. დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ მისი გადაყენების საკითხზე სასამართლოს მიმართოს.

სხდომაზე გადაწყდა, რომ ფრაქცია „ბორჯომის პატრიოტებს“ ირმა ზედგინიძე უხელმძღვანელებს.

ამასთან, ბორჯომის საკრებულოში ახალი ფრაქცია „მაჟორიტარები“ დარეგისტრირდა, რომელსაც ფირან გოგიჩაიშვილი უხელმძღვანელებს.

ბორჯომის საკრებულოში ექვსი ფრაქციაა: „ქართული ოცნება-კონსერვატორები“, „ქართული ოცნება-მრეწველები“, „ბორჯომის პატრიოტები“. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, „უკეთესი ბორჯომისათვის“ და „მაჟორიტარები“.

 

დატოვე კომენტარი