ბორჯომის მერიაში ხელფასების ზრდის საკითხზე საკრებულოში საჯარო განხილვა გაიმართება
ბორჯომის საკრებულოში დღეს საჯარო განხილვა გაიმართება. დეპუტატები, მოქალაქეებთან ერთად, მერიის მიერ დასამტკიცებლად დაბრუნებულ ხელფასების ზრდის საკითხს განიხილავენ.
საკრებულოს წევრები აცხადებენ, რომ როგორც მათთვის, ასევე ადგილობრივებისთვის მიუღებელია მერისა და მერიის თანამშრომლების ხელფასების ზრდა.
დეპუტატები ამბობენ, რომ საკრებულოს სხდომაზე, რომელიც ხვალ არის ჩანიშნული, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლების გაზრდილ ხელფასებს არ დაამტკიცებენ.