ბრაზილიური გარემოსდამცველი ორგანიზაცია „იესეი“ (ISA – „სოციალურ-ეკოლოგიური ინსტიტუტი“) აცხადებს, რომ ბერა ივანიშვილი ეკოლოგიური კამპანიის „ტყის ხალხის“ (#PovosDaFloresta) ახალი ელჩი გახდა.
როგორც ორგანიზაცია საკუთარ ვებგვერდზე წერს, ქართველი მუსიკოსი ევროპამდე ბრაზილიის მკვიდრი მოსახლეობის ხმას ევროპამდე მიიტანს და ორგანიზაციის გარემოსადცვით მუშაობას გააძლიერებს.
ბრაზილიური არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ბერაზე დიდი გავლენა მოახდინა 2019 წლის აგვისტოში ამაზონის ტროპიკულ ტყეში გაჩენილმა ხანძარმა. სწორედ ამან უბიძგა მას, რომ ბრაზილიური ორგანიზაციის პარტნიორი გამხდარიყო. „იესეი“ აღნიშნავს, რომ აღნიშნული პარტნიორობა ბერას მხრიდან შემოწირულობას ითვალისწინებს, რაც ამაზონის ტყისა და იქ მცხოვრები მკვიდრი მოსახლეობის გადარჩენასთან დაკავშირებით ორგანიზაციის საქმიანობას გააძლიერებს.
ბრაზილიური გარემოსდამცველი ორგანიზაციის ცნობით, ბერა ივანიშვილი ნოემბერში ბრაზილიაში ჩასვლას გეგმავს, რა დროსაც ამაზონის ტროპიკულ ტყეს მოინახულებს.
ორგანიზაცია „იესეი“ ბრაზილიაში 1994 წლიდან საქმიანობს. კამპანია „ტყის ხალხი“ მან 2019 წლის აპრილში დაიწყო. ამაზონის ტყეში აგვისტოში გაჩენილი უპრეცედენტო მასშტაბის ხანძრის შედეგად ათასობით ჰექტარი განადგურდა. ბრაზილიის სატელიტური სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებით, მხოლოდ მიმდინარე წელს ამაზონის ტყის 7700 კვადრატულ კილომეტრის ფართობი განადგურდა ხანძრებისა და ხეების ჩეხვის გამო. „პლანეტის ფილტვებად“ წოდებული ტყის გადასარჩენად შემოწირულობების სახით ასობით მილიონი დოლარი შეგროვდა.
მუსიკოსი ბერა ივანიშვილი საკუთარი დანაზოგიდან და ოჯახის დახმარებით ამაზონის ტყეებში ხანძრებთან საბრძოლველად 1,1 მილიონ დოლარს გადარიცხავს. ამის შესახებ ბერა ივანიშვილი ვიდეომიმართვაში საუბრობს, რომელი მისი „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა.