ბერა ივანიშვილი - ჩემი ფიქრები და ლოცვა ახლა ავსტრალიაზეა, ვეძებ დახმარების გზებს
ბერა ივანიშვილი - ჩემი ფიქრები და ლოცვა ახლა ავსტრალიაზეა, ვეძებ დახმარების გზებს

მუსიკოსი ბერა ივანიშვილი ავსტრალიის ხანძართან დაკავშირებით სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში“ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ავსტრალიის დასახმარებლად გზებს ეძებს.

„ჩემი ფიქრები და ლოცვა ახლა ავსტრალიაზეა. ამჟამად ვეძებ დახმარების და პროცესში ჩართვის გზებს. მანამდე კი მოდით, გავზარდოთ ცნობიერება და გააზიარეთ ეს პოსტი თქვენს გვერდებზე. ავსტრალიის ხანძრის შედეგად დაიწვა 12 მილიონი აკრი, რაც უფრო მეტია, ვიდრე კალიფორნიის, ამაზონის და ციმბირის ხანძარი ერთად აღებული. კლიმატის ცვლილება რეალურია“, – წერს ბერა ივანიშვილი.

ამასთან, ბერა ივანიშვილმა საკუთარი დანაზოგიდან და ოჯახის დახმარებით ამაზონის ტყეებში ხანძრებთან საბრძოლველად 1,1 მილიონი დოლარი გადარიცხა.