ბათუმში ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქცია ჩატარდება. აქცია 15:00 საათზე დაიწყება, მანამდე კი ვარდების სკვერამდე საპროტესტო მსვლელობა გაიმართება. აქციის მონაწილეები სამ ლოკაციაზე, საზღვაო სადგურთან, ცენტრალურ პარკთან და უნივერსიტეტთან იკრიბებიან.
აქციის მონაწილეთა მოთხოვნა უცვლელია, ჩატარდეს პროპორციული არჩევნები.
„ჩვენი მოთხოვნა უცვლელია, ეს არის პროპორციული არჩევნები. „ქართულმა ოცნებამ“ და ივანიშვილმა ხალხისთვის მიცემული დანაპირები უნდა შეასრულონ. რაც უფრო დიდხანს არ შეასრულებს მმართველი გუნდი დანაპირებს, მით უფრო ცუდად დაასრულებს“, – აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა.
ბათუმი მეორე ქალაქია ქუთაისის შემდეგ, სადაც ოპოზიცია რეგიონულ აქციას მართავს. უგულავა ამბობს, რომ აქციები ახალი წლის შემდეგაც გაგრძელდება.