გიგი უგულავა - მანდატიან პარტიებს ვურჩევდი, პარლამენტში შევიდნენ, მაგრამ დოკუმენტს ხელს მოაწერენ თუ არა, ეს მათი საქმეა
გიგი უგულავა - მანდატიან პარტიებს ვურჩევდი, პარლამენტში შევიდნენ, მაგრამ დოკუმენტს ხელს მოაწერენ თუ არა, ეს მათი საქმეა

მანდატიან პარტიებს ვურჩევდი, პარლამენტში შევიდნენ, მაგრამ დოკუმენტს ხელს მოაწერენ თუ არა, ეს მათი საქმეა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციურ პარტიებს შეუძლიათ პარლამენტში შევიდნენ და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე იმუშაონ, თუმცა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერონ, თუ მას არ ეთანხმებიან.

„დასავლელი პარტნიორის დოკუმენტი აღარ არის იგნორირებული მას შემდეგ, რაც საერთო ჯამში პარლამენტში 113 ადამიანია. ამის მიღმა არც ერთ პარტიას არ სჭირდება ხელმოწერაზე შეერთება, თუ ის პარლამენტში შესვლას გადაწყვეტს. მე მაგალითად, მანდატიან პარტიებს ვურჩევდი, ახლა, ასეთ ვითარებაში პარლამენტში შევიდნენ, მაგრამ დოკუმენტს ხელს მოაწერენ თუ არ მოაწერენ, ეს მათი საქმეა და მე სიმართლე გითხრათ, არ მიმაჩნია არსებით საკითხად.

რომელიმე პარტია თუ თვლის, რომ იქ რაღაც მიუღებელი მუხლებია, შეუძლია შევიდეს და იმ მუხლებს არ მისცეს ხმა და სხვა საკითხებს მისცეს, შესაბამისად, ხელი არ მოაწეროს დოკუმენტს, მაგრამ პარლამენტში იმუშაოს, რათა პროპორციული არჩევნები მართლა დადგეს. მთავარი, რაც ამ პარლამენტისგან შეიძლება გამოიდნოს, არის ის, რასაც ივანიშვილი თავიდან დაგვპირდა, მერე მოგვატყუა მერე დაგვიჭირა, მერე გამოივაჭრა 30 მაჟორიტარი, ამ 30 მაჟორიტარით 2020-ის არჩევნები მოსპო, გააუბედურა და ლეგიტიმაცია შეურყია და ახლა ბოლოს ამ ომებით და ჩხუბებით მივდივართ იქამდე, რომ სრულად პროპორციული არჩევნები იყოს. ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს, იქნება კვლავ ის 30 მაჟორიტარი, ანუ ის ივანიშვილის მოპარული ფორა, რომელიც მას უპირატესობას აძლევს. ეს მაჟორიტარი ყველა ხელისუფლების უპირატესობაა“, – განაცხადა უგულავამ.