ბათუმში დაკავებული ძმები წულუკიძეებისა და ჭელიძეების ახლობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს
ბათუმში დაკავებული ძმები წულუკიძეებისა და ჭელიძეების ახლობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა მხარდამჭერ აქციაზე მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებული ბათუმელი ძმები წულუკიძეებისა და ჭელიძეების ახლობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

ისინი აცხადებენ, რომ დაკავება პოლიტიკური ნიშნით განხორციელდა, რადგან დაკავებულები მუდმივად აქტიურობდნენ ოპოზიციის აქციებზე.

შეკრებილები 8 ივნისს, ქუთაისში დანიშნული სასამართლო პროცესის ობიექტურად წარმართვას ითხოვენ.

„მოვუწოდებ ხელისუფლებას რვა რიცხვში აღარ დაუშვას ის შეცდომა, რაც უდანაშაულოთა დაკავებისას დაუშვა და გაათავისუფლოს ახალგაზრდები. ეს არის მშვიდობიანი აქცია და ხალხის პროტესტი“, – ამბობს დაკავებული ძმები ჭელიძეების მამა ჯემალ ჭელიძე.

აქციას თბილისიდან „მოძრაობა საქართველოს“ წევრებიც შეუერთდნენ, ისინი აცხადებენ, რომ დაკავებულებს ნამახვანში აქციაზე პროვოკატორები მიუგზავნეს, სადაც დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მორიგ საპროტესტო აქციას 8 ივნისს ქუთაისის სასამართლოსთან პროცესის პარალელურად გამართავენ.

დატოვე კომენტარი