ბათუმში აქცია, „შინ ევროპისკენ“ იმართება
ბათუმში აქცია, „შინ ევროპისკენ“ იმართება

ბათუმში აქცია, „შინ ევროპისკენ“ იმართება. აქციის მონაწილეები ცენტრალური პარკის კოლონადებთან შეიკრიბნენ, რის შემდეგაც მსვლელობას მოაწყობენ ევროპის მოედნისკენ.

ევროპის მოედანზე აჟღერდება საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები. აქციის მონაწილეების მოთხოვნები მიმართულია ხელისუფლებისკენ, ისინი ამბობენ, რომ ქვეყანამ არ უნდა დაკარგოს ისტორიული შანსი და ყველაფერი უნდა გაკეთდეს ევროინტეგრაციის გაღრმავებისკენ.

აქციის ორგანიზატორები სამოქალაქო აქტივისტები არიან.