იაგო ხვიჩია - ბიძინა ივანიშვილი არის ჩემი ყველაზე გავლენიანი თანამოაზრე პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებაში“
იაგო ხვიჩია - ბიძინა ივანიშვილი არის ჩემი ყველაზე გავლენიანი თანამოაზრე პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებაში“

„გირჩის“ წარმომადგენელი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო საქართველოს ისტორიაში ერთადერთი, ვისაც პროპორციული არჩევნების იდეა მოუვიდა თავში. ამის შესახებ ხვიჩიამ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

„ბიძინა ივანიშვილი არის ჩემი ყველაზე გავლენიანი თანამოაზრე პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებაში“.

ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილი იყო ერთადერთი კაცი საქართველოს ისტორიაში, ვისაც ეს იდეა თავში მოუვიდა და ზოგადად, თქვა. მერე ეს რომ არ და ვერ განახორციელა, ამის გამო მან ცალკე კრიტიკა მიიღო“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დატოვე კომენტარი