20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული შვიდი პირის სასამართლო პროცესი გადაიდო
20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული შვიდი პირის სასამართლო პროცესი გადაიდო

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული აქციის შვიდი მონაწილის საქმის განხილვა 16 სექტემბრისთვის გადაიდო.

საქმის არსებითი განხილვა დღეს იყო დანიშნული, თუმცა ერთ-ერთი ბრალდებულის, ლევან ჯიქურის ადვოკატის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო. საქმის არსებით განხილვაზე დაგეგმილი იყო მხარეების შესავალი სიტყვა.

სხდომის გადადებას დაკავებულთა ახლობლების უკმაყოფილება მოჰყვა. მათი განცხადებით, დაკავებულები უდანაშაულოები არიან და საქმის გაჭიანურება ხდება.

ერთ-ერთი ბრალდებულის, ლევან ჯიქურის მეუღლის განცხადებით, დაკავებული უკვე 11 დღეა შიმშილობს და მათ სასამართლოს წარუდგინეს ფორმა N100 მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ.