20-21 ივნისის მოვლენებზე დაკავებული გიორგი ჯავახიშვილი და თორნიკე დათაშვილი ბრალის აღიარების შემდეგ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
20-21 ივნისის მოვლენებზე დაკავებული გიორგი ჯავახიშვილი და თორნიკე დათაშვილი ბრალის აღიარების შემდეგ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ

20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულებმა გიორგი ჯავახიშვილმა და თორნიკე დათაშვილმა ბრალი აღიარეს. დაცვის მხარემ მტკიცებულებები უდავოდ ცნო და აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.

შუამდგომლობას ბრალდებულების მხარეც დაეთანხმა, ვინაიდან აღარ არსებობს მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენის საფრთხე.

აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა დააკმაყოფილა. გიორგი ჯავახიშვილსა და თორნიკე დათაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 2 000-2 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალათ. ბრალდებულები სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

ბრალდების ოფიციალური ინფორმაციით, ჯავახიშვილისა და დათაშვილს „ბრალი ედებათ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობის გაწევა და მათზე თავდასხმა“.