ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე სასამართლოში სამართალდამცველები დაკითხეს
ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე სასამართლოში სამართალდამცველები დაკითხეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, თავდაცვის ყოფილი მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა.

დღევანდელი სხდომა ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდა.

მოწმეებმა, რომლებიც სამართალდამცველები არიან, 20 ივნისის ღამეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს.

ერთ-ერთი მოწმის თქმით, ოქრუაშვილი ამბობდა – „წინ, წინ“.

„მე და ოქრუაშვილი ერთმანეთის პირდაპირ ვიდექით. ჩვენ დამშვიდებისკენ მოვუწოდებდით ხალხს. ოქრუაშვილი ხალხთან ერთად გვაწვებოდა“, – განაცხადა მოწმემ.

თავად ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილი სხდომას არ ესწრებოდა.

ოქრუაშვილი 20 ივნისის აქციის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს.