მოძრაობის „ქვეყნის სამსახურში“ წევრებმა გლდანის პენიტენციურ დაწესებულებასთან 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულთა მხარდასაჭერი აქცია გამართეს
მოძრაობის „ქვეყნის სამსახურში“ წევრებმა გლდანის პენიტენციურ დაწესებულებასთან 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულთა მხარდასაჭერი აქცია გამართეს

მოძრაობის „ქვეყნის სამსახურში“ წევრებმა გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებასთან 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულების მხარდასაჭერი აქცია გამართეს.

აქციაზე იმყოფებოდა ერთ-ერთი დაკავებულის, ბესიკ თამლიანის დედა, რომელმაც საკუთარ შვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ნოდარ რუხაძემ განაცხადა, აქციის დროს დაკავებული პირები სისტემის მსხვერპლნი არიან და მანამდე არ გათავისუფლდებიან, სანამ ამას ბიძინა ივანიშვილი არ მოინდომებს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათ ვაგრძნობინოთ საზოგადოების მხარდაჭერა, რადგან ისინი დღეს არიან ბიძინა ივანიშვილის და ზოგადად, სისტემის მსხვერპლები და პოლიტპატიმრები. რამდენიმე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე. ასევე, ერთ-ერთმა მათგანმა, ბესიკ თამლიანმა დაიწყო შიმშილობა. რეალურად ეს ადამიანები იქნებიან ციხეში, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს ეს არ მოუნდება. დღეს ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, 20 ივნისის ღამის მშვიდობიანი ანტისაოკუპაციო აქციის პროტესტი გადაწეროს ისტორიიდან და ამ პროცესს დაარქვას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რაც ყველამ ვიცით, რომ არის დიდი აბსურდი. ჩვენ აქ ვართ, ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ადამიანებს და ყველანაირად ცდილობთ, გავამხნევოთ, მივაწვდინოთ ჩვენი ხმა. ამ პროცესს გავაგრძელებთ, სანამ არ მივაღწევთ სამართლიანობას“, – განაცხადა ნოდარ რუხაძემ.

დატოვე კომენტარი