14:59, 16.01.2018
ეჭვგარეშეა, რომ ქართული პოლიტიკური პარტიები საჭიროებენ ძირეულ “რეფორმაციას”, რათა ერთის მხრივ აღდგეს ნდობა პარტიებსა და საზოგადოებას შორის, ხოლო მეორე მხრივ – ქართული პოლიტიკა მოერგოს საზოგადოების უმრავლესობის საჭიროებებს. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ის, რომ პარტიების საქმიანობაზე, სტრატეგიასა და დღის წესრიგზე გავლენას ახდენდნენ ჩვეულებრივი მოქალაქეები და არა საზოგადოებაში გამორჩეული პოლიტი
>>>
14:30, 12.01.2018
ირანში საპროტესტო გამოსვლებს სხვა საერთაშორისო აქტორებს შორის რუსული მხარეც გამოეხმაურა. რუსეთის პოლიტიკურმა ელიტამ თეოკრატიული რეჟიმის პოზიცია დაიკავა და ირანის სულიერ ლიდერ ალი ხამენეისაც დაეთანხმა იმაში, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის ხელშეწყობა გარე ძალების სურვილია. აიათოლა ხამენეი მასშტაბურ დემონსტრაციებს პირველად საკუთარი Twitter-ით გამოეხმაურა. მისი მესიჯიდან უკვე ნათლად ირკვეოდა, რომ იგი პ
>>>
11:57, 08.01.2018
ანუ ის რაზეც არავინ საუბრობს   ერთ კვირაზე მეტია, რაც ირანში ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გამო საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. საინფორმაციო სივრცეში ხშირად გაისმის ამ ეკონომიკური მდგომარეობის კონკრეტული გამოვლინებების შესახებ, მაგრამ ირანის ეკონომიკის კომპლექსურ პრობლემურობაზე ცოტა თუ საუბრობს. ირანში, მიმდინარე დემონსტრაციების ტალღა სპონტანურად წარმოიქმნა, მაგრამ შინაარსობრივად ეს
>>>
15:28, 26.12.2017
ფოტო გარეკანზე: გუსტავ დორე “ლევიათანის განადგურება” (1865)   “განა სხვას რას წარმოადგენს სახელმწიფო სამართლიანობის გარეშე, თუ არა ავაზკთა დიდ ხროვას?” ნეტარი ავგუსტინე   მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილისა და მისი პარტიის ჰეგემონია ფორმალურად 2012 წელს დასრულდა, მიშას აჩრდილები თან დასდევს ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას. 2003-2012 წლებში საქართველოში ჩამოყალიბდა პოლიტიკური
>>>
12:22, 26.12.2017
18 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია წარადგინა. 1987 წლის კონგრესის გოლდუოთერ-ნიკოლსის აქტის მიხედვით, თეთრი სახლი ვალდებულია კონგრესს ყოველწლიურად წარუდგინოს აღნიშნული დოკუმენტი. სტრატეგიაში ნათლად არის ასახული თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური ხედვები, რომელთა გაჟღერება-განხორციელებით პრეზიდენტი განვლილი
>>>
17:17, 22.12.2017
20 დეკემბრის საღამოს გროტესკული და შეიძლება ითქვას, ტრაგიკული სანახაობა საქართველოს პარლამენტში ძირითადად ორმა მიზეზმა განაპირობა. პირველი ეხება გარადამავალი სამართლიანობის არ არსებულ პროცესს და მეორე საპარლამენტო ცხოვრების ვულგარულ განზომილებასა და ეთიკურ პასუხისმგებლობის ნულოვან განცდას. გარდამავალი სამართლიანობის კრიზისი ის, რომ გარდამავალი სამართლიანობის პროცესი აუცილებელი იყო პოსტავტორიტარული
>>>
16:57, 22.12.2017
2011 წელს გაეროს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, კოფი ანანმა გააკეთა ისტორიული განცხადება -კერძოდ, მან თქვა, რომ ნარკოტიკებთან ომი მსოფლიომ წააგო და დღეს, ნარკოტიული საშუალებების შესახებ გაეროს კონვენციის მიღებიდან 50 წლის შემდეგ, მსოფლიოს სასწრაფოდ ესაჭიროება ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტური რეფორმა! „აკრძალვამ არ შეამცირა არც მოთხოვნა და არც მიწოდება. თუ რომელიმე რეგიონში ბროძლა წარმატებას აღწევს, წარმ
>>>
13:50, 11.12.2017
ფოტო გარეკანზე: Flickr.com ორწლიანი მმართველობის შემდგომ პოლონეთის პრემიერმა ბეატა შიდვომ თანამდებობა საკუთარი ვადის ამოწურვამდე დატოვა. მისი გადადგომა პოლონეთის მმართველი პარტიის სამართალი და სამართლიანობის ლიდერის იაროსლავ კაჩინსკის სურვილს უკავშირდება. პანი შიდვოს თანამედროვე პოლონეთის ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ მომენტში მოუწია ქვეყნის მართვა, როდესაც პოლონეთს უკიდურესად დაეძაბა ურთიერთობა ოფიცია
>>>
12:02, 10.12.2017
ფოტო გარეკანზე: www.caregivers.com    პოსტსაბჭოთა საქართველოში, სხვა ფორმალურ დემოკრატიულ ინსტიტუტებთან ერთად ჩამოყალიბდა ომბუდსმენის (სახალხო დამცველი) ინსტიტუტი. ომბუდსმენის ოფისის ჩამოყალიბების აუცილებლობა ძირითადად ორმა მიზეზმა განაპირობა. პირველი, ეს იყო ძველის რეჟიმის პრაქტიკისა და ტრადიციების მოშლა ახალ პოლიტიკურ სივრცეში ისეთი ინსტიტუტის ჩამოყალიბებით, რომელიც ხელს შეუწყობდა ამ პროცეს
>>>
11:38, 07.12.2017
ფოტო გარეკანზე: bookmundi.com 6 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად იერუსალიმი აღიარა და აშშ-ის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის პროცედურა დაიწყო. გადაწყვეტილება უპრეცედენტო და ისტორიულ მნიშვნელობას ატარებს. ისრაელი იერუსალიმს საკუთარ დედაქალაქად 1967 წლიდან თვლის მას შემდეგ, რაც არაბულ ქვეყნებთან (ეგვიპტე, იორდანია, სირია) ექვსდღიანი ომის შედეგად
>>>
12:30, 04.12.2017
ფოტო გარეკანზე: reuters.com 29 ნოემბერს ჟენევაში გაეროს ეგიდით სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებების მერვე რაუნდი დაიწყო, სადაც კონფლიქტში ჩართული თითქმის ყველა მხარე იყო წარმოდგენილი. მოლაპარაკებებს სირიის ოპოზიციის 36 წარმომადგენელი ესწრებოდა. წამყვან  ოპოზიციურ ძალებს შორის იყვნენ ე.წ. კაიროს და მოსკოვის პლატფორმები, რომლებიც სხვა მონაწილეებისგან განსხვავებით, შედარებით რბილად უყურებენ ბაშარ ალ-ასა
>>>
12:12, 24.11.2017
არაბეთის ნახევარკუნძულზე ნოემბერში პოლიტიკურმა ტემპერატურამ მნიშვნელოვნად მოიმატა: საუდის არაბეთის პრინცის ბინ სალმანის ხელმძღვანელობით სამეფოში ანტიკორუფციული წმენდა განხორციელდა, რასაც 11 პრინცის, 4 მინისტრის და კიდევ ათეულობით ყოფილი მინისტრის დაკავება მოჰყვა; პოლიტიკურად მოტივირებულ წმენდამდე ერთი დღით ადრე იემენის ტერიტორიიდან ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტების მებრძოლებმა ერ-რიადისკენ ბალის
>>>
12:05, 20.11.2017
გასულ წელს, როდესაც ალექსეი დიუმინი ტულას ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, იგი საჯარო სივრცეში სწრაფად აღიქვეს ვლადიმირ პუტინის შესაძლო მემკვიდრედ. მას შემდეგ თითქმის ორი წელი გავიდა, თუმცა ჭორები ამ თემაზე არ განელებულა. რადგანაც რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის მემკვიდრეობის საკითხი საკმაოდ რთულია, მისი პოტენციური მემკვიდრეები ჯეროვან განხილვას საჭიროებენ.   გენერალი დიუმინის
>>>
13:09, 16.11.2017
ფოტო გარეკანზე: epthinktank.eu   13 ნოემბერს  ევროკავშირის 23 ქვეყნის თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პერმანენტულ სტრუქტურულ თანამშრომლობას (Pesco) მოაწერეს ხელი. ინიციატივა გაერთიანების წევრ ქვეყნებს შორის აღნიშნულ სფეროში უფრო მჭიდრო თანამშრომლობას გულისხმობს, რომელიც საკუთრივ თავდაცვის შესაძლებლობების საერთო ძალისხმევით გაძლიერებას, მსხვილ სამხედ
>>>
11:08, 13.11.2017
ფოტო გარეკანზე: reuters.com   პირველ ნოემბერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვალდიმერ პუტინი თეირანს მესამეჯერ ესტუმრა და ქვეყნის პრეზიდენტ ჰასან როჰანისა და აიათოლა ხამენეის შეხვდა. ბოლოს იგი ირანში 2015 წლის ნოემბერში იმყოფებოდა, მაშინ როცა რუსეთს სირიაში სამხედრო ოპერაციები სულ რაღაც ერთი თვის დაწყებული ჰქონდა. მხარეებს შორის განხილვის ერთ-ერთი საკვანძო თემა სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომი
>>>
17:15, 10.11.2017
ფოტო გარეკანზე: docdroid.net 8 ნოემბერს ერთი წელი გავიდა ამერიკისა და მსოფლიოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არჩევნებიდან: ზუსტად ერთი წლის წინ, 2016 წლის 8 ნოემბერს ამერიკამ 45-ე პრეზიდენტად დონალდ ჯონ ტრამპი აირჩია. თუ ამერიკულ მედიას დავუჯერებთ, დონალდ ტრამპი ამერიკის პრეზიდენტი არ უნდა გამხდარიყო. მეტიც – დონალდ ტრამპი ამერიკის პრეზიდენტი არ შეიძლებოდა გამხდარიყო და საერთოდ
>>>
0:12, 06.11.2017
ფოტო გარეკანზე, წყარო: flick   ზოგადი მიმოხილვა: კომისიის შექმნა, მიზანი და საქმიანობა 2016 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დადგენილებით შეიქმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია რომლის მიზანიც იყო საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის მომზადება. კომისიის შემადგენლობაში იყო როგორც პოლიტიკური სპექტრის ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგნელები და ასევე სფერო
>>>
17:20, 05.11.2017
ტრამპის ადმინისტრაციის დამოკიდებულების ცვლილება ასადის რეჟიმისადმი სირიის კონფლიქტთან და ბაშარ ასადის რეჟიმთან დაკავშირებით აშშ-ს პოზიციების შერბილების კურსი მალე დასრულდა. 4 აპრილს, Reuters-მა სირიელ ადამიანის უფლებათა დამცველებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სირიის ავიაციამ განახორციელა თავდასხმა ქიმიური იარაღის გამოყენებით იდლიბის პროვინციაზე, რამაც მრავალრიცხოვანი მსხვერპლი გამოიწვია.
>>>
17:18, 05.11.2017
ფოტო გარეკანზე, წყარო: flickr 23 აპრილს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურია. არჩევნების მეორე ტური, რაც სავსებით მოსალოდნელია, 7 მაისს გაიმართება. ეს არჩევნები მნიშვნელოვანია, როგორც გლობალურ, ასევე რეგიონულ და პირველ რიგში ლოკალურ დონეზე. ფრანგული საზოგადოება ფრაგმენტირებულია. ახლანდელი პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის მმართველობა კრახით დასრულდა, იმედები რომლებიც მასთან იყო დაკავშირებულ
>>>
15:01, 03.11.2017
ფოტო გარეკანზე: www.tech4parties.org   საქართველოში, პოლიტიკურ პარტიებს უდგათ არა მხოლოდ იდეოლოგიური კრიზისი, არამედ ორგანიზაციული თუ ინსტიტუციონალური განვითარების პრობლემები, რაც ხელს უშლის ზოგადად ქვეყანაში წარმატებული პარტიული პოლიტიკის განვითარებას. მაგალითად, ასეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მტკივნეული გამოწვევა ქართული პოლიტიკური პარტიებისათვის არის დაფინანსების არაეფექტური და პოლიტიკურ
>>>