15:54, 15.08.2017
შოთა თხელიძე
15:46, 09.08.2017
სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კომიტეტმა სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის თხოვნით, საგარეო უწყების მისიის ხელახლა განსაზღვრა დაიწყო. მისიის ახალი მონახაზი პრაქტიკულად მისი წინამორბედის იდენტურია. მათ შორის მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებაა – ახალ მისიაში აშშ-ის მიერ დემოკრატიის გლობალური მხარდაჭერის პოლიტიკა მითითებული აღარ არის. „ჩვენ მხარს ვუჭერთ უსაფრთხოებას, კეთილდღეობასა
>>>
15:43, 31.07.2017
“მე ქალაქ პიტსბურგის წარმომადგენლად ამირჩიეს და არა პარიზის“ – ამგვარად დააანონსა აშშ-ის პრეზიდენტმა დონადლ ტრამპმა პარიზის კლიმატის შეთანხების დატოვება ივნისის დასაწყისში. მისი გადაწყვეტილება მოულოდნელობა არ ყოფილა, რადგან ამ შეთანხმების დატოვება და ზოგადად, მისი კრიტიკა ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი წამყვანი საკითხი იყო. პარიზის შეთანხმების დატოვება ტრამპის ეკონომიკური პროტექციო
>>>
15:37, 26.07.2017
ევროპის კავშირი დღეს რამდენიმე სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას, რომლებთან გამკლავებაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მის სამომავლო არსებობას. გაერთიანების დატოვება მისმა ერთ-ერთმა წამყვანმა წევრმა პირველად გადაწყვიტა; ევროპის ტერიტორიას ჩრდილო აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ყველაზე მასშტაბური მიგრანტთა ტალღა მიაწყდა; ევროპულმა ვალუტამ ისე არ იმუშავა, როგორც მისი
>>>
11:51, 26.07.2017
ფოტო გარეკანზე: გერარდ ტერბორხის ნახატი “მიუნსტერის ზავის რატიფიკაცია” (1648).
23 ივლისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა “ჩვენი ერისთვის ჩვენს ეკლესიას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ჩვენს რწმენას ჩვენი ერისთვის არ აქვს მხოლოდ რელიგიური დანიშნულება. ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ჩვენი ეკლესია ისეა გადაწნული ერთმანეთში, როგორც წმინდა ნინოს ჯვარი იყო შ
>>>
15:32, 21.07.2017
ორი წელი შესრულდა, რაც ირანმა გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრსა და გერმანიას შორის ბირთვულ შეთანხმებას მიაღწია. გარიგების (Joint Comprehensive Plan of Action) მიხედვით, ირანული მხარე ურანის გამდიდრებას თანდათან შეამცირებდა და უარს იტყოდა ბირთვული იარაღის შექმნაზე; სანაცვლოდ კი, ქვეყანას გაეროს, ევროკავშირის და სხვა მულტილატერალური სხვადასხვა ტიპის სანქციები მოეხსნებოდა. შეთანხმება მხარეებ
>>>
11:29, 14.07.2017
ფოტო გარეკანზე: https://amenaccountability.wordpress.com
საქართველოში მიმდინარე კონსტიტუციური რეფორმით პრაქტიკულად უკმაყოფილო დარჩა ყველა, როგორც ხელისუფლება ასევე ოპოზიცია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ხელისუფლებისთვის არ შეიძლება არსებული პროცესი იყოს იდეალური, რადგან შიდა დაპირისპირების გამო ვერ მოხერხდა თავიდანვე გაცხადებული მიზნის – პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა. მეორეს მხრივ
>>>
15:29, 13.07.2017
ფოტო გარეკანზე: gtreview.com
15 ივლისს, თურქეთი ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობის ერთი წლისთავს პომპეზურად შეხვდება. მმართველი სამართლისა და განვითარების პარტიის ინიციატივით, პარლამენტის სპეციალური სხდომა ჩატარდება და ქვეყნის ლიდერი რეჯებ ტაიპ ერდოღანი ქვეყნის მოსახლეობას სიტყვით მიმართავს. სამხედრო პუტჩის თემა, რომელიც აშშ-ში მცხოვრებ სასულიერო პირს ფეთჰულა გიულენს დაბრალდა, ქვეყანაში გა
>>>
15:20, 11.07.2017
ფოტო გარეკანზე: Flickr.com
გასულ კვირას ჰამბურგში გამართული ‘დიდი ოცეულის’ სამიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების პირისპირ შეხვედრა იყო, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება დიდი მოლოდინით ელოდა. დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის საუბარი რამდენიმე კრიტიკულ საკითხს შეეხო, მათ შორის ერთ-ერთი წამყვანი სირიაში მიმდინარე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზების ძიება წარ
>>>
15:17, 03.07.2017
ფოტო გარეკანზე: Flickr.com
გასულ მაისს ევროკომისიამ ცენტრალური ევროპის სამ ქვეყანას – უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი – ერთთვიანი ვადა მისცა საბოლოოდ დათანხმებულიყვნენ ამჟამად იტალიაში და საბერძნეთში ჭარბად განლაგებული სირიელი, ერაყელი და ერითრეელი მიგრანტთა გარკვეული კვოტის მიღებას. ვადა ივნისში ამოიწურა, მაგრამ ქვეყნების ლიდერებისგან მოთხოვნას დადებითი პასუხი არ მოჰყოლია. შესაბამისად, ევრო
>>>
16:41, 29.06.2017
ფოტო გარეკანზე: ფრედერიკ მაკკაბინის ნახატი – მოხუცი პოლიტიკოსი (1879)
ბოლო დროს ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად საუბრობენ იმაზე თუ ვინ უნდა გახდეს თბილისის მერი და იმაზეც თუ რა უნდა გააკეთოს მან. თუმცა, მედიაში, საზოგადოებასა და პოლიტიკაში ნაკლებად საუბრობენ იმაზე თუ რა პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს მერის თანამდებობას და როგორია მის როლი პოსტსაბჭოთა საქართველოს პოლიტიკურ და სოციალუ
>>>
15:12, 28.06.2017
ფოტო გარეკანზე: Flickr.com
ჯანდაცვის სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე საკითხია აშშ-ის მმართველობაში. ამ სფეროში მნიშვნელოვანი სახელმწიფო ხარჯების მიუხედავად, ამერიკის მოქალაქეებს ჯანდაცვა ძვირი უჯდებათ და მათი ნაწილისთვის ის საერთოდ ხელმიუწვდომელია. ეკომონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კვლევის მიხედვით, აშშ-ის ერთ მოქალაქეს წლიურად ჯანდაცვაზე საშუალოდ 8000 დოლარი ე
>>>
15:07, 26.06.2017
ფოტო გარეკანზე: Flickr.com
სამშაბათს, ჯორჯიის შტატის ერთ-ერთ ოლქში კონგრესის რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა, სადაც ტრადიციულად რესპუბლიკელმა კანდიდატმა გაიმარჯვა. ეს არჩევნები ყველაზე ძვირადღირებული წარმომადგენლობითი პალატის არჩევნები აღმოჩნდა ამერიკის ისტორიაში. კანდიდატებმა და მათმა მხარდამჭერმა გარე ჯგუფებმა ჯამში დაახლოებით, 55 მილიონი დოლარი დახარჯეს. ეს მაჩვენებელი ორჯერ მეტია წინა ყველაზე ხარჯ
>>>
15:38, 20.06.2017
ფოტო გარეკანზე: www.eu.fotolia.com
გასული კვირის ბოლოს, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას წამოაყენა წინადადება საქართველოში კონსტიტიუციური მონარქიის შემოღების თაობაზე. ასეთი ინიციატივით კათალიკოს პატრიარქი ადრეც გამოსულა, თუმცა ათი წლის წინ, პატრიარქის ამ ინიციატივაზე სერიოზული მსჯელობა პოლიტიკურ სივრცეში არ გამართულა.
პატრიარქის ხელახალ გან
>>>
15:04, 20.06.2017
ფოტო გარეკანზე: flickr.com
ბოლო წლების განმავლობაში დასავლეთ ევროპის ქვეყნებში რამდენიმე ტერორისტული აქტი განხორციელდა, რამაც ანტიტერორისტული პოლიტიკის გაძლიერება დღის წესრიგში ერთ-ერთ წამყვან თემად აქცია. თავდასხმების უმეტესობაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ ე.წ. დაეშმა აიღო. მართალია, ტერორისტული აქტების შემსრულებლებსა და ისლამურ სახელმწიფოს შორის პირდაპირი კავშირი ხშირად ვერ დგინდება,
>>>
14:58, 15.06.2017
აშშ-ში დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებამ და მისმა წამოწყებულმა პოლიტიკებმა ისეთი მონოლითური პოლიტიკური ტერმინის გააზრება, როგორიცაა ‘დასავლეთი’, შეცვალა. პრეზიდენტის ხედვებმა და გაცხადებულმა დისკურსმა აჩვენა, რომ ნელ-ნელა რთული ხდება ‘დასავლეთში’ მთლიანად ევროატლანტიკური სივრცის პოლიტიკურად ერთიანად მოაზრება. ევროპასა და აშშ-ს შორის ისტორიულად შეთანხმებული იდეოლოგიური საფუძველისგან დონალდ ტრამპის პოლ
>>>
14:51, 13.06.2017
საუდის არაბეთი მსოფლიო მასშტაბით ისლამისტური ტერორიზმის, კერძოდ კი, სალაფიტური ჯიჰადის ერთ-ერთი წამყვანი სპონსორია, რომელიც მთელ რიგ ტერორისტულ ორგანიზაციებს: ალ ყაედა, თალიბანი, დაეში, ბოკო ჰარამი და ლაშქარ ე თაიბას აფინანსებს და იდეოლოგიურ ბაზისს უქმნის. ეს დაჯგუფებები არიან პასუხისმგებლები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში სხვადასხვა მასშტაბების ტერორისტულ აქტებზე, მათ შორის 2001 წლის 11 სექტემბერ
>>>
14:48, 08.06.2017
სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს წამყვანმა არაბულმა ქვეყნებმა ყატართან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს და მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ ყატარელებს 48 საათიანი ვადა მისცეს ქვეყნების დასატოვებლად. არაბულმა ქვეყნებმა ყატართან სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო მიმოსვლაც ჩაკეტეს, რასაც მსხვილი ავიაკომპანიების მიერ რეისების განხორციელების შეჩერება მოჰყვა. გადაწყვეტილებიდან, რამდენიმე ხანში ნავთობის ფასმ
>>>
14:42, 02.06.2017
გერმანული გამოცემა Die Welt-ის ცნობით, გერმანიას, საფრანგეთს და ნიდერლანდებს აღარ სურთმომავალ წელს დაგეგმილი ნატოს ყოველწლიური სამიტი სტამბულში გაიმართოს. ალიანსის 18 ევროპული ქვეყანა და კანადა ამ ინიციატივას მიესალმება, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ივნისში, ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეკრებაზე მიიღება. ალიანსის სამიტის სტამბულში გამართვაზე ორი წლის წინ ორგანიზაციის წევრები ვარშა
>>>
14:37, 31.05.2017
“ევროპა აშშ-სა და დიდი ბრიტანეთს ვეღარ დაეყრდნობა“. განცხადება გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს ეკუთვნის, რომელმაც საკუთარი მოსაზრება ‘დიდი შვიდიანის’ (G7) შეხვედრის შემდგომ დააფიქსირა, სადაც ევროპელი ლიდერები და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საერთო თავდაცვის, ვაჭრობისა და კლიმატის ცვლილებების საკითხებზე მკაფიოდ ვერ შეთანხმდნენ.
კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის ხელშეკრულების განხორციელების პირ
>>>
16:16, 26.05.2017
ფოტო გარეკანზე: www.parliament.ge
როგორც ცნობილია, კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტით უქმდება შერეული საარჩევნო სისტემა და ქვეყანა მთლიანად გადადის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლა თავის მხრივ იყო ის ნაბიჯი, რომელიც ხელისუფლებამ გადადგა საარჩევნო სისტემის დასახვეწად და მრავალპარტიული სისტემის გაძლიერებისა და განვითარებისთვის, თუმცა ფუნდამენტური ცვლილებები რომელი
>>>