თურქეთის ევროპული პერსპექტივის დაისი

გერმანული გამოცემა Die Welt-ის ცნობით, გერმანიას, საფრანგეთს და ნიდერლანდებს აღარ სურთმომავალ წელს დაგეგმილი ნატოს ყოველწლიური სამიტი სტამბულში გაიმართოს. ალიანსის 18 ევროპული ქვეყანა და კანადა ამ ინიციატივას მიესალმება, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ივნისში, ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეკრებაზე მიიღება. ალიანსის სამიტის სტამბულში გამართვაზე ორი წლის წინ ორგანიზაციის წევრები ვარშავის სამიტზე შეთანხმდნენ. ევროპელი ლიდერების მსგავსი სურვილი ევროპის კავშირსა და თურქეთს შორის უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში არსებული დაძაბული ურთიერთობით აიხსნება.

თურქეთში, 16 აპრილს საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ გამართულმა რეფერნდუმმა მნიშვნელოვნად შეასუსტა თურქეთის ევროპული პერსპექტივა. საკონსტიტუციო ცვლილებებით გათვალისწინებული თურქეთის ხელისუფლებაში ძალაუფლების ასიმეტრიული განაწილების გარდა, რომელიც თავის მხრივ ამ ძალაუფლების პრეზიდენტის პოსტში მაქსიმალურ კონცენტრაციას ახდენს, თურქეთის ლიდერის რეჯებ ტაიპ ერდოღანის გამოხატული სურვილი ქვეყანაში სიკვდილით დასჯა აღდგეს, ამის ნათელი დადასტურებაა. მაგრამ თურქეთსა და ევროგაერთიანებას შორის გზების გაყრა საკონსტიტუციო და ახალი რეფერენდუმის ინიცირებით არ დაწყებულა. მათ შორის დაძაბულობის ინტენსიფიკაცია რეფერენდუმის წინმსწრები მთელი რიგი მოვლენების შედეგია.

მხარეებს შორის პოლიტიკური ომის ათვლის წერტილად გასულ წელს თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობა შეიძლება ჩაითვალოს, რასაც თურქული ხელისუფლებისგან მთელი რიგი ანტიდემოკრატიული ქმედებები მოჰყვა.

2016 წლის 15 ივლისს, თურქეთში მომხდარ სახელმწიფო გადატრიალების წარუმატებელ მცდელობასრეჯებ ტაიპ ერდოღანის მთავრობამ რეაქციული პასუხი გასცა, რომელიც სხვადასხვა ორგანიზაციებისათუ საჯარო მოხელეების მიმართ მკვეთრი რეპრესიული ზომების მიღებაში გამოიხატა. ერდოღანისგანცხადებით, აღნიშნული პოლიტიკა აშშ-ში მცხოვრებ კლერიკ, გადატრიალების მოწყობაშიბრალდებულ ფეთჰულა გიულენთან დაკავშირებული, თურქეთში მოქმედი ორგანიზაციული ქსელისსაბოლოო აღმოფხვრისკენ იყო მიმართული.

გადატრიალების მცდელობის შემდეგ, რაც თურქეთში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, 100 000-მდე ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ხოლო 37 000-მდე დაკავებული იქნა. სამსახურიდან დათხოვნილთა შორის მასწავლებლები, აკადემიურ სფეროში მოღვაწე პირები, პოლიციელები და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მომუშავე თანამშრომლები აღმოჩნდნენ. დაიწყო იმ ადამიანების მასობრივი დევნაც, ვინც გიულენის ორგანიზაციების მმართველები ან მათთან ასოცირებული პირები იყვნენ.

რეპრესიების მნიშვნელოვანი ნაწილი თურქეთში მოქმედ მედია საშუალებებს შეეხო, რომელთა დიდ ნაწილს ფედთჰულა გიულენი ფლობდა. 2007-2013 წლებში გიულენის მედია საშუალებების სასარგებლოდსხვა მეინსტრიმ მედია მაუწყებლების შეზღუდვა  ხდებოდა. მაგრამ 2013 წელს გიულენისა დაპრეზიდენტის გზები გაიყარა. მას შემდეგ ერდოღანი აშშ-ში გადახვეწილ კლერიკს თურქეთის საჯაროორგანიზაციების პარალელური ინსტიტუტების შექმნაში და მისი მთავრობის შეცვლის სურვილშიადანაშაულებდა. ერდოღანის კრიტიკულ მედიასთან უკვე ღია დაპირისპირება გასულ წელს დაიწყო. ჯერ კიდევ 2015 წელს ერდოღანის მთავრობის კრიტიკით გამორჩეული, ცნობილი თურქული სეკურალური გამოცემა Cumhuriyet-ის რედაქტორი დააკავეს, რომელმაც თურქულ დაზვერვას სირიელი მეამბოხეების იარაღის მომარაგებაში ბრალი დასდო. 2016 წლის მარტში, პირველად, გიულენის მფლობელობაში არსებულ მედია-ჰოლდინგის, თურქეთში ყველაზე პოპულარულ ყოველდღიურ გაზეთ Zaman-ში, მის შვილობილ გამოცემა Today’s Zaman-სა და Cihan-ის საინფორმაციო სააგენტოში ხელისუფლებამ რეიდი ჩაატარა და მათზე კონტროლი დაამყარა.

სახელმწიფო გადატრიალების მცდელობამ  ერდოღანის მთავრობას საშუალება მისცა მედიის მიმართმათ ხისტ პოლიტიკას უფრო ფართო მასშტაბი შეეძინა. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს Anadolu-ს ინფორმაციით, ჯერ კიდევ ივლისის ბოლოს 89 ჟურნალისტის დაკავების უფლება იქნა გაცემული. 17 მათგანი ტერორისტული დაჯგუფების წევრობისთვის სასამართლოს მიერ დამნაშავედ იქნა ცნობილი. თურქეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, 2014 წლიდან, მას შემდეგ რაც ერდოღანი პრეზიდენტი გახდა, საერთო ჯამში პროკურორებმა ჟურნალისტების, კარიკატურისტების და ზოგადად, ერდოღანის კრიტიკოსების წინააღმდეგ 1 800-მდე საქმე წამოიწყეს.

ბოლო თვეებში განხორციელებული რეპრესიული ღონისძიებების შედეგად ჯამში 160 მედია საშუალება დაიხურა. უკანასკნელი მსგავსი ქმედება ნოემბრის დასაწყისში განხორციელდა, როდესაც ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქურთებით დასახლებულ რეგიონში 15 ბეჭდურ მედია საშუალებას, ტერორისტულ ორგანიზაცია ‘ქურთების მუშათა პარტიასთან’ (PKK) საეჭვო კავშირის გამო გამოცემის უფლება ჩამოართვეს. ამასთანავე, დააკავეს 13 ჟურნალისტიც, რომელთაც სახელმწიფო გადატრიალების ლეგიტიმაციის მცდელობა და ქვეყნის მტრებთან კავშირი დასდეს ბრალად. ქურთული პრესის შეზღუდვას პრო-ქურთული, ‘ხალხის დემოკრატიული პარტიის’ (HDP) 15 წევრის დაპატიმრებაც მოჰყვა. პოლიტიკური ახალი ამბების დასაბლოკად და აღნიშნული დაკავებების დასამალად, პარალელურად ქვეყანაში ინტერნეტიც შეიზღუდა. გარდა სოციალური ქსელებისა Facebook, Youtube, Twitter, შეფერხებით მუშაობდა საკონტაქტო საშუალებებიც Skype და Whatsapp.

თურქეთში მიმდინარე რეპრესიულ პროცესებს ბრიუსელში მაშინვე მოჰყვა საჯარო კრიტიკა, მაგრამ კრიტიკა მხოლოდ ვერბალურ განცხადებებში გამოიხატა. ევროპელი პოლიტიკოსები ერდოღანსსაერთაშორისო სამართლის და კანონის უზენაესობის დაცვისკენ მოუწოდებენ. მოვლენებს გერმანიისკანცლერი ანგელა მერკელიც გამოეხმაურა. „მედია თავისუფლების შეკვეცა ჩემთვის და ფედერალურიმთავრობისთვის უკიდურესად შემაშფოთებელია“ – განაცხადა მან. მისთვის ასევე მიუღებელი აღმოჩნდათურქული მხარის არგუმენტი, რომელიც აღნიშნულ პროცესებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლითამართლებდა. მიუხედავად კრიტიკისა, ოფიციალური ბრიუსელი ანკარის მიმართ გარკვეული ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ან  სანქციების დაწესებას არ განიხილავდა.

უნდა აღნიშნოს ისიც, რომ ევროპის კავშირის მიერ გადატრიალების შემდგომ თურქეთის მთავრობის მიერ განხორციელებული მკაცრი რეპრესიების წინააღმდეგ მყარი პოზიციების არ დაფიქსირების და თურქული დემოკრატიის დასაცავად მხარდაჭერის არ გამოხატვის გამო თურქეთის მოსახლებაში ევროგაერთიანების მიმართ იმედგაცრუება ნელ-ნელა იზრდებოდა.

 

პოლიტიკური ომის ქრონიკა

პირველი სერიოზული საპროტესტო სიგნალი, რომელიც ევროპის კავშირმა თურქეთს ქვეყენაში მიმდინარე მოვლენებზე გაუგზავნა, გასული წლის 24 ნოემბერს ევროპული საკანონმდებლო ორგანოს მიერ საპარლამენტო სესიაზე თურქეთთან ევროგაერთიანების წევრობაზე მოლაპარაკებების შეჩერების რეზოლუციის მხარდაჭერა იყო. რეზოლუციის მიხედვით, აღნიშნული გადაწყვეტილება თურქეთისმთავრობის მიერ სამხედრო გადატრიალების აღკვეთის შემდგომ არაპროპორციული რეპრესიულიზომების’ გამოყენებით იყო განპირობებული. მოლაპარაკებების შეჩერებას მაშინ  479 დეპუტატმა დაუჭირა მხარი და მხოლოდ 37 წავიდა წინააღმდეგი. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკომისიითვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებდა.

ევროპარლამენტის მსგავსი გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე დღით ადრე თურქეთისპრეზიდენტი ინიციატივით გამოვიდა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით თურქეთშირეფერენდუმი გამართულიყო. მან ევროკავშირის ნაცვლად შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაშიგაწევრიანების სურვილიც კი გამოთქვა, რომლის ლიდერები რუსეთი და ჩინეთი არიან.

ევროპის კავშრისა და თურქეთს შორის თურქეთის სრულუფლებიან წევრობაზე მოლაპარაკებები 2005 წლის ოქტომბერში დაიწყო, მაგრამ პროცესი დიდწილად სიმბოლურ ხასიათს ატარებდა. პროცესს მნიშვნელოვნად აფერხებდა საფრანგეთი და გერმანია, ხოლო თურქეთის კავშირის წევრობის წინააღმდეგი იყო კვიპროსი, რომლის ტერიტორიის ნაწილი თურქულ შეიარაღებულ ძალებს დღემდე ოკუპირებული აქვს. ამავდროულად თურქეთს ამ პერიოდში ქვეყნაში დემოკრატიის გაძლიერების კუთხითმნიშვნელოვანი წინსვლა არ განუცდია.

შემდგომ პერიოდში თურქეთს ურთიერთობები უკვე ევროპის კავშირის კონკრეტულ, მათ შორის წამყვან წევრებთან დაეძაბა. პირველი შემთხვევა მისი მეზობელი საბერძნეთი აღმოჩნდა.

26 იანვარს საბერძნეთის უზენაესმა სასამართლო გადაწყვიტა, რომ რვა სამხედრო, რომელიც გასულიწლის ივლისში თურქეთში მომხდარ სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ საბერძნეთშიგაიქცა, უკან თურქეთში ექსტრადიცია არ მოეხდინა. ეს გადაწყვეტილება, საბოლოო იყო დაგასაჩივრებას აღარ ექვემდებარებოდა.

სამხედროებმა საბერძნეთს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვეს, რადგან მათ დაუყოვნებლივ გადაცემასთურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ ოფიციალური ათენისგან ითხოვდა.

მოსამართლეების გადაწყვეტილების სამხედროებს უკან დაბრუნებით საფრთხე ემუქრებათ და შესაძლოაისინი წამების და ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლნი გამხდარიყვნენ. მათ გადაწყვეტილებასსაფუძვლად დაედო ადამიანის ღირსების ღირსების და პატივისცემის უფლება, რომელიც როგორცევროპულ ადამიანთა უფლებების კონვენციაში, ისვე ბერძნულ კანონმდებლობაშია გაწერილი.

ბერძნული სასამრთლოს გადაწყვეტილებას მალევე უპასუხა თურქეთის საგარეო საქმეთა უწყებამაც. მათგანცხადებაში ნათქვამი იყო, რომ სამინისტრო ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებდა, რადგან ისადამიანები, რომლემაც ქვეყნის პრეზიდენტის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნეს და აქტიურადმონაწილეობდნენ სამხედრო გადატრიალების მცდელობაში, რომლის შედეგადაც 248 თურქეთისმოქალაქე დაიღუპა, თურქული სასამართლოს წინაშე აუცილებლად უნდა წარსდგნენ. განცხადებაშინათქვამი იყო, რომ საბერძნეთმა, როგორც მეზობელმა და მოკავშირემ ტერორიზმთან წინააღმდეგბრძოლაში მისი მოვალეობები პატიოსნად არ შეასრულა.

ერთი თვის შემდგომ, თებერვლის ბოლოს, მას შემდეგ, რაც თურქეთში თურქული წარმოშობის გერმანიისმოქალაქე, Die Welt-ის ჟურნალისტი დენიზ იუჯელი დააკავეს, თურქეთსა და გერმანიას შორის არსებული დაძაბული ურთიერთობა ახალ ფაზაში შევიდა.

რეჯებ ტაიპ ერდოღანის თქმით, გერმანია თურქეთში ტერორისტულ დაჯგუფებებს ხელს უწყობდა, რადგანჟურნალისტი ქურთულ მუშათა პარტიის აგენტობაში იყო ბრალდებული. მან ასევე საყვედური გამოთქვაჟურნალისტის გერმანიის საკონსულოში ერთი თვით დამალვის და გერმანული მხარის მიერ თურქული სამართალდამცავებისთვის მისი არგადაცემის გამო.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ კი კანცლერი ანგელა მერკელი თურქეთისდასუსტების სურვილში დაადანაშაულა და გერმანულ მხარეს მოუწოდა, თუკი მათ თურქეთთანურთიერთობა სურთ მაშინ ქცევის წესები ისწავლონ. იუსტიციის მინისტრმა ბექირ ბოზდამ კი გერმანიასშეახსენა, რომ გერმანიაში 1.4 მილიონი თურქი ცხოვრობს, რომლებიც წლების განმავლობაში ეთნიკურდისკრიმინაციას განიცდიან. მისი თქმით, გერმანია ნელ-ნელა ყველას თავშესაფარი ხდებოდა, ვინც კითურქეთის ხელისუფლებას აკრიტიკებდა, ვინც ქურთულ უკანონო მოძრაობას მხარს უჭერდა და ვინცსამხედრო გადატრიალების მცდელობაში ან სხვა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში იღებდა მონაწილეობას.

მარტის დასაწყისში, გერმანიის რამდენიმე დიდი ქალაქის მმართველობამ თურქეთში დაგეგმილი საკონსტიტუციო რეფერენდუმთან დაკავშირებით თურქეთის ოფიციალური პირების მიერ გერმანიაში მცხოვრები თურქულ დიასპორასთან დაგეგმილი საჯარო შეხვედრები აკრძალეს. აღნიშნულს თურქეთის პრეზიდენტი გამოეხმაურა და გერმანია ნაცისტურ ქმედებებში დაადანაშაულა. საპასუხოდ, ერდოღანის ამგვარი განცხადება არამარტო გერმანიის კანცლერმა, არამედ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმაც დაგმო.

გერმანიას და თურქეთს შორის პოლიტიკური სიმშვიდე ჯერ კიდევ გასული წლის ივნისში დაირღვა, როდესც გერმანიის ბუნდესტაგმა 1915 წელს, ოტომანების მიერ განხორციელებული სომხების გენოციდის აღიარების რეზოლუცია მიიღო. საპასუხოდ, გერმანელ პარლამენტარებს თურქეთში მდებარე ნატოს ინჯირლიკის ავიაბაზის სტუმრობა აეკრძალათ. მიმდინარე წლის დასაწყისში გერმანიაში აქტიურად დაიწყეს საუბარი ამ ბაზაზე დისლოცირებული 260 გერმანელი ჯარისკაცის იორდანიაში გადაყვანაზე, რასაც თურქეთი არ ეწინააღმდეგება.

გერმანიის შემდგომ თურქეთს კრიტიკის მსხვერპლი ნიდერლანდები აღმოჩნდა. 11 მარტს,  ნიდერლანდების ხელისუფლებამ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუსთვითმფრინავს როტერდამის აეროპორტში დაშვების უფლება არ მისცა. მიზეზად კი მინისტრის ჩასვლისმოტივი დაასახელა, რომელიც ქალაქში თურქი მოსახლებისთვის კამპანიის ჩატარებას გულისხმობდა. ჰოლანდიური მხარის განცხადებით, უფლების არ გაცემა თურქული მხარის ქმედებას მოჰყვა, რომელმაცუარი განაცხადა შეხვედრა ვიწრო სივრცეში თურქეთის საკონსულოს შენობაში გაემართა. თვითმფრინავისაფრანგეთის ჩრდილეოთით მდებარე ქალაქ მეცში დაეშვა. ამას გარდა, ჰოლანდიურმა პოლიციამთურქეთის ოჯახის მინისტრი ფატმა ბეთულ საიან კაია თურქეთის საკონსულოში არ შეუშვა.

იმავე საღამოს, როტერდამში თურქეთის საკონსულოს წინ თურქი ემიგრანტების საპროტესტო აქციაგაიმართა, რომელიც ნიდერლანდების პოლიციამ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა, რათასამოქალაქო წესრიგი აღედგინა. აქციის დაშლას 12 თურქი მოქალაქის დაკავება და შვიდის დაშავებამოჰყვა.

აღნიშნულ მოვლენებს თურქეთის პრეზიდენტი მალევე გამოეხმაურა, ჰოლანდიელებს გერმანელების მსგავსად ნაცისტური გადმონაშთი და ფაშისტები უწოდა. იგი მათ ჰოლანდიური თვითმფრინავებისთურქეთის აეროპორტებში არმიღებითაც დაემუქა. საგარეო საქმეთა მინისტრამ კი განაცხადა, რომჰოლანდიელი დიპლომატის ხილვა თურქეთში აღარ სურს.

სტამბულსა და ანკარაში საპასუხო საპროტესტო აქციები გაიმართა, სადაც თურქეთის დროშებითშეიარაღებულმა დემონსტარტნებმა საელჩოს და საკონსულოს შესასვლელები გადაკეტეს. თურქულმამხარემ იმავე საღამოს სტამბულში არსებული ნიდერლანდების საელჩოსთან თანამშრომლობა გაწყვიტა.

ნიდერლანდების პრემიერის მარკ რუტეს განცხადებით, ქვეყანაში მცხოვრებ თურქ მოსახლეობისთვისთურქეთში დაგეგმილი რეფერნდუმის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და თურქი ლიდერებისთვისკამპანიის გამართვის უფლების მიცემა ქვეყნის ვალდებულება არ არის, მითუმეტეს მაშინ, როცარეფერნდუმი თურქეთში დემოკრატიული განვითარების შეჩერებას და შეზღუდვას ემსახურება.

ნიდერლანდების ხელისუფლების ამგვარ ხისტ ქმედებას ანალიტიკოსები ქვეყანაში მოახლოებულარჩევენს უკავშირებდნენ. ულტრა მემარჯვენე პოპულისტ კანდიდატ გეერტ ვილდერს, რომელიცანტიმიგრაციული, ანტიისლამური რიტორიკით გამოირჩეოდა, არჩევნებში გამარჯვების რეალური შანსიჰქონდა. მან ხელისუფლების ქმედება შეაქო კიდეც და მოუწოდა თურქეთის მთელი სამთავრობო კაბინეტიპერსონა ნონ-გრატად გამოეცხადებინა. მისი თქმით, ჰოლანდიას ჩრდილოეთ კორეის და საუდისარაბეთის მსგავს ქვეყნებს მის ტერიტორიაზე ლობირების უფლება არ უნდა მიეცა.

რაც შეეხება თურქეთის ევროპის სხვა ქვეყნებთან კავშირებს, დანიის პრემიერ-მინისტრმა ლარს ლოკერასმუსენმა მის თურქ კოლეგასთან მარტის ბოლოს კოპენჰაგენში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტიგააუქმა. შვედეთში, ერდოღანის პარტიის წარმომადგენელმა თურქ მოსახლეობასთან დაგეგმილიშეხვედრები გადადო. საფრაგნეთში საპრეზიდენტო არჩევნების ორი კანდიდატი მარი ლე პენი დაფრანსუა ფიიონი ხელისუფლებას თურქებისთვის კამპანიის ჩატარების უფლების მიცემისთვისაკრიტიკებდნენ. ავსტრიამ და შვეიცარიამ კი ოფიციალურად განაცხადეს, რომ თურქულირეფერდუმისთვის კამპანიების ჩატარება მათ ტერიტორიებზე მიუღებელი იყო.

 

ურთიერთობის გაწყვეტის შეუძლებლობა

თურქეთსა და ევროგაერთიანებას შორის ურთიერთობის ისტორია ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იანი წლიდან იწყება. 1963 წელს მხარეებმა ასორიცების ხელშეკრულება გააფორმეს. 1987 წელს თურქეთმა ევროკავშირის წევრობაზე აპლიკაცია შეიტანა, ხოლო მხარეებმა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები 2005 წლიდან დაიწყეს.

ქვეყნებს უკვე წლებია მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობები აკავშირებთ. ევროპის კავშირისთვის თურქეთი რიგით მეოთხე საექსპორტო ბაზარია, ხოლო სიდიდით მეხუთე იმპორტიორი. თურქეთისთვის კი ვაჭრობის ორივე განზომილებაში მისი დასავლელი მეზობელი ნომერ პირველია. 1995 წლიდან თურქეთი ევროპული საბაჭო კავშირის წევრია, რის მიხედვითაც თურქულ ინდუსტრიულ საქონელზე საბაჟო გადასახადი მოხსნილია. ამას გარდა, თურქეთს და ევროკავშირს 1991 წლიდან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაცაკავშირებთ.

გასული ორი წლის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილო აფრიკის ქვეყნებიდან ევროპაში მიგრანტთა ნაკადების კარდინალურმა ზრდამ ევროპა აიძულა თურქეთთან მიგრანტთა კრიზისზე შეთანხმება დაედო. 2016 წლის მარტის გარიგებით, თურქეთი რამდენიმე პირობის შესრულების სანაცვლოდ ამ ქვეყნებიდან მომავალ ლტოლვილებს მის ტერიტორიაზე შეაკავებდა. პირობების თანახმად, ევროპის კავშირი თურქეთს მიგრანტთა განსასახლებლად სამ მილიარდ ევროს გამოუყოფდა, თურქეთის კავშირში გაწევრიანების პროცესს დააჩქარებდა და წლის ბოლომდე თურქეთის მოქალაქეებს ევროპაში უვიზოდ შეეძლებოდათ მიმოსვლა.

2016 წლის ბოლოსოთვის თურქეთი 2.7 მილიონი მიგრანტი იმყოფებოდა. შეთანხმებამ მნიშვნელოვნად შეამცირა ლტოლვილთა ნაკადები ევროკავშირის ქვეყნებში, რისთვისაც ევროგაერთიანებამ 677 მილიონი ევრო გაიღო. დასავლელი მხარისთვის შეთანხმება წარამტებული აღმოჩნდა, მაგრამ არა თურქეთისთვის. თურქეთის შიგნით განვითარებული მოვლენების გამო ევროპის კავშირმა დაპირებების დანარჩენი ნაწილი არ შეასრულა.

ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასასრულებლად თურქეთს 72 პირობის დაკმაყოფილება უნდა მოეხერხებინა, რომლიდანაც მას მხოლოდ ნაწილი რჩება შეუსრულებელი. თურქეთმა ვერ დაასრულა ევროპოლთან შეთანხმება; ასევე ვერ შეძლო პერსონალური ინფორმაციის დაცვის და ტერორისტული კანონის ევროკავშირის სტანდარტების დაკმაყოფილება. ევროპის კავშირს მისი დაპირების შეუსრულებლობას ამ არგუმენტებით ამყარებს.

2016 წლის 23 ივნისს, ბრიტანეთში ევროგაერთიანების დატოვების შესახებ ჩატარებული რეფერდუმის შემდეგ, როდესაც კავშირიდან გასვლას ამომრჩეველთა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, ევროპული გაერთიანება თურქეთთან ურთიერთობების აქტივაციას ბრიტანეთის გასვლის დასაკომპენსირებლად მართლაც გეგმავდა. მაგრამ ერდოღანის მთავრობის მიერ ქვეყანაში განხორციელებულმა რეპრესიებმა გაერთიანებას ამგვარი პოლიტიკის განხორციელებაზე უარი ათქმევინა.

ევროპაში შიშობენ, რომ თურქეთთან ურთიერთობის დაძაბვამ სავაჭრო ურთიერთობების გარდა, შესაძლოა, მიგრანტთა შეთანხმების შესრულებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. მიგრანტთა შეკავება დღეისათვის, ევროპული ქვეყნებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. გარდა დამატებითი ეკონომიკური ტვირთისა, მიგრანტთა ნაკადები ევროპულ ქვეყნებში მემარჯვენე პოპულისტური მოძრაობებისა თუ პოლიტიკური პარტიების შექმნასა და მათი რეიტინგის ზრდას უწყობს ხელს.

მიუხედავად იმისა, რომ გასულ წლებში დასავლეთ ევროპაში მომხდარი მთელი რიგი ტერორისტული აქტებისა, თურქეთი ევროპისთვის ისლამური სახელმწიფოსგან მომავალი ტერორისტული საფრთხის შემაკავებელი ფარია. ამას თურქეთის ტერიტორიაზე ბოლო პერიოდში განხორციელებული არაერთი მცირე და მასშტაბური ტერაქტების სერია მეტყველებს. თურქეთი სირიის კონფლიქტში დასავლეთის მთავარი მოკავშირეა სწორედ ისლამური სახელმწიფოსა და სხვა ისლამისტური ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლაში.

მხარეებს შორის დღეს არსებული დაძაბული ურთიერთობის მიუხედავად, ნაკლებ სავარაუდოა, სამომავლოდ მათი პოლიტიკები ერთმანეთის მიმართ რადიკალურად შეიცვალოს. თურქეთს ევროპის კავშირი მისი ეკონომიკური მდგრადობისა და სტაბილურობისთვის სჭირდება, მაშინ როცა მას არაერთგვაროვანი ურთიერთობები აქვს სხვა დანარჩენ სავაჭრო პარტნიორებთან. თავის მხრივ ევროგაერთიანების უსაფრთხოებას სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან თურქეთი მნიშვნელოვნად განაპირობებს, რაზეც ფაქტებიც მეტყველებენ. აპრილში, ევროსაბჭოს მიერ თურქეთის ადამიანთა უფლებების მონიტორინგის ქვეყნების სიაში შეყვანა კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ მხარეებს შორის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები გაურკვეველი ვადით შეჩერდება და მათ შორის გრილი ურთიერთობის სტატუს კვო შენარჩუნდება.