ნატოს სამიტი ბრიუსელში

ნატოს მორიგი სამიტი ბრიუსელში, 25 მაისს ჩატარდება და რამდენიმე ფაქტორის გამო იქნება გამორჩეული: სამიტზე ოფიციალურად გაფორმდება მონტენეგროს წევრობა და იგი ორგანიზაციის 29-ე ქვეყანა გახდება; სამიტი ალიანსის ახალ შტაბ-ბინაში გაიმართება, რომლის მშენებლობა 2010 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის დასაწყისში დასრულდა; ბრიუსელის სამიტი პირველი იქნება აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისთვის, ბრიტანეთის პრემიერი ტერეზა მეისა და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონისთვის.

ბრიუსელის სამიტზე რამდენიმე საკვანძო თემა განიხილება:

რუსეთი

ნატოს ბოლო ორი სამიტი ძირითადად რუსეთისგან მომავალი საფრთხეების შეკავებას დაეთმო. გასული წლის ვარშავის სამიტზე ალიანსის წევრები ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში მულტინაციონალური ბატალიონების ჩაყენებაზე შეთნხმდნენ. სამხედრო მისიას Enhanced Forward Presence ეწოდა, რომლის მიზანი არამარტო რუსული საფრთის შეკავება, არამედ ალიანსის მიერ აღმოსავლეთ ევროპელი წევრი ქვეყნებისადმი მის თანადგომაში დაწრმუნებაა.

მისიის შესაბამისად ესტონეთში წამყვანი ძალები ბრიტანეთსა და საფრანგეთს ეყოლება. 2018 წელს მათ დანია შეურთდება. ლატვიაში კანადური, ხოლო ლიტვაში გერმანული ბატალიონები ჩადგებიან. პოლონეთში კალინინგრადის ოლქის საზღვართან ახლოს ამერიკული სამხედრო დანაყოფები განთავსდებიან. ბატალიონები ოპერაციულ მზადყოფნაში ივნისამდე უნდა მოვიდნენ. ამას გარდა, რუმინეთში ოთხი Eurofighter Typhoon-ის ტიპის მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავი განთავსდება, რომლებიც სამხრეთის საჰაერო სივრცეში პატრულირებას განახორციელებენ.

აღნიშნული სამხედრო მისია რუსულ პოლიტიკურ ელიტაში გაღიზიანებას იწვევს. რუსი პოლიტიკური ლიდერები ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს ევროპაში სიტუაციის დაძავაბში ადანაშაულებენ. გასული წლის მიწურულს რუსეთსა და აშშ-ის, ასევე ბრიტანეთს შორის კავშირები პრაქტიკულად განულდა და ვიცი ომის შემდგომ ყველაზე კრიტიკულ წერტილს მიუახლოვდა.

თავდაცვის ხარჯები

სამიტის მეორე საკვანძო საკითხი ალიანსის წევრების თავდაცის ხარჯების ზრდაა. აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ გამოთქვა ალიანსის მიმართ უკმაყოფილება, რადგან ორგანიზაციის საბიუჯეტო ტვირთის არასმართლიანადაა გადანაწილებული. ჯერ კიდევ 2006 წელს ნატოს წევრები შეთანხმდნენ, რომ მათი თავდაცვის ხარჯები ეროვნული მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 2% იქნებოდა. 2014 წლის უელსის სამიტზე მოკავშირეებმა ამ დირექტივის შესრულების მიმართ საკუთარი მზაობა დააფიქსირეს და უახლოეს დეკადაში მის შესრულებაზე შეთანხმდნენ. დირექტივის შესრულებაზე თანხმობა ალიანსის წევრებმა ვარშავის სამიტზეც კიდევ ერთხელ გაიმეორეს.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აღნიშნული საკითხი გააქტიურა და მის ევროპელ მოკავშირეებს კონკრეტული გეგმების წარდგენა მოსთხოვა, თუ როგორ აპირებენ თავდაცვის ხარჯების გაზრდას.

ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ტრანსატალნტიკური კავშირი უნდა გამყარდეს და საერთო ‘ტვირთის სამართლიანი გადანაწილება’ უნდა მოხდეს. მან ამერიკული მოთხოვნა პოზიტიურ ნაბიჯად შეაფასა, რომელიც ალიანსის წევრებს საკუთარი ვალდებულებების ეფექტური შესრულებისკენ მოუწოდებს. გენერალური მდივნის თქმით, ტვირთის გადანაწილება მხოლოდ ფინანსებში არ გამოიხატება და რომ წევრმა ქვეყნებმა ერთობაში საკუთარი წვლილი შეიარაღებით, სამხედრო ძალებით და ნატოს საერთაშორისო მისიებსა თუ ოპერაციებში მონაწილეობის მიღებით უნდა შეიტანონ.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა აშშ-ში დონადლ ტრამპთან საერთო პრესკონფერენციაზე გერმანიის მიერ ვალდებულების შესრულების პირობა დადო. მაგრამ მოგვიანებით, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა თავდაცვის ბიუჯეტის მოთხოვნილ ზრდას ‘არარეალისტური’უწოდა, რადგან იგი გერმანიის ბიუჯეტში დამატებით 70 მილიარდი ევროს მოძიებას გულისხმობს.

დღევანდელი მდგომარეობით, 2%-იან ზღვარს ალიანსის მხოლოდ ხუთი წევრი აკმაყოფილებს (აშშ, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, ესტონეთი, საბერძნეთი). იენს სტოლტენბერგის თქმით, დაწესებულ ზღვარს მიმდინარე ან მომავალ წელს ლიტვა, ლატვია და რუმინეთიც დააკმაყოფილებენ. აშშ-ის თავდაცვითი ხარჯები მშპ-ის 3.6%-ია, მაშინ როცა ევროპის საშუალო მაჩვენებელი მხოლოდ 1.47%.

 

ტერორისტული საფრთხე

ბრიუსელში განსახილველ თემებს შორის იქნება ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან მომავალი საფრთხეების, მათ შორის ტერორიზმის საფრთხის საწინააღმდეგო ქმედებებიც. ვარშავის სამიტის კომუნიკეს თანახმად, ტერორიზმი „წარმოადგენს უშუალო და პირდაპირ საფრთხეს“. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმაც მოუწოდა ნატოს გააძლიეროს ძალისხმევა ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ნატო ფორმალურად არ არის ერაყსა და სირიაში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედი კოალიციის წევრი, თუმცა სადაზვერვო საქმიანობისთვის კოალიციას საკუთარი AWACS-ებით (advanced Airborne Warning and Control System) ეხმარება. ნატო ხელმძღვანელობს ერაყის შეიარაღებული ძალების საწვრთნელ პროგრამას, ხოლო თებერვალში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ერაყში სამხედრო ექიმებისთვის დამატებითი წვრთნები დაინიშნება.

ნატოს ქმნის ახალი რეგიონულ ჰაბს სამხრეთში, რომელიც ნეაპოლში იქნება ბაზირებული. მისი მიზანია ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში მიმდინარე ცვლილებების მონიტორინგი და ინფორმაციის შეგროვება. შეთანხმებას ახალი ცენტრის შექმნის შესახებ ნატოს თავდაცვის მინისტრებმა თებერვალში მიაღწიეს.

 

თანამშრომლობა ევროკავშირთან

ნატოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა ფართოვდება, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის დატოვების პროცედურას შეუდგა. ვარშავაში მიიღეს ნატო-ევროკავშირის საერთო დეკლარაცია, ხოლო იენს სტოლტენბერგი დაესწრო მალტაში ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების სამიტს. თანამშრომლობის ძირითადი სფეროებია კიბერ უსაფრთხოება, ჰიბრიდული ომის გამოწვევები, საზღვაო უსაფრთხოება. სავარაუდოდ თანამშრომლობის დამატებით სფეროებზე გადაწყვეტილებას ნატოს ბრიუსელის სამიტზე შეათანხმებენ.

ვარშავის სამიტზე ალიანსმა სახმელეთო, საზღვაო და საჰაეროს სივრცესთან ერთად კიბერსივრცის უსაფრთხოებაც სამოქმედო არეალად გამოცხადა. თებერვალში წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა კიბერ თავდაცვის გეგმა განაახლეს. აპრილში ყველაზე მასშტაბური კიბერ წვრთნებიესტონეთში ჩატარდა.

სხვა განსახილველ თემებად ნატოს ბალისტიკური რაკეტების თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას და ლიბიის მთავრობის თხოვნას, ქვეყნის თავდაცვის ინსტიტუტების და უსაფრთხოების სფეროში დახმარების გაწევა იქნება.

 

გაფართოების საკითხი

19 მაისს ნატოს წევრმა ქვეყნებმა ხელი მოაწერეს პროტოკოლს მონტენეგროს ნატოში შესვლის შესახებ.მონტენეგროს მიღების საკითხი გადაწყდა 28 მარტს, როდესაც აშშ-ს სენატმა 97 ხმით მხარი დაუჭირა მონტენეგროს ალიანსში გაწევრიანებას. ნატოს აქტიურობა, რომელიც მიმართულია მონტენეგროს, ხოლო სამომავლოდ ბოსნიისა და სერბეთის ალიანსში გაწევრიანებისკენ, სამომავლოდ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე კონფლიქტების აღკვეთას ისახავს მიზნად. მონტენეგროს ნატოში შესვლა დამატებით ბერკეტს წარმოადგენს ორგანიზაციისთვის, რათა აიძულოს ბალკანეთის ქვეყნები გაატარონ რეფორმები და გააღრმავონ თანამშრომლობა ნატოს წევრ სახელმწიფოებთან. ბალკანეთის მიმართულება ნატოს პოლიტიკაში უკრაინის კრიზისის დაწყებასთან ერთად გააქტიურდა. თავის მხრივ ბალკანეთის სახელმწიფოების ელიტებიც მიისწრაფვიან ნატოში გაწევრიანებისკენ. ალიანსის წევრობა მათთვის თავდაცვის საშუალებას წარმოადგენს რეგიონში არსებული მოუგვარებელი კონფლიქტების და ნაციონალიზმის აღმავლობის ეფექტისგან.

ამერიკელი სენატორების განცხადებით, მენტენეგროს გაწევრიანება მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ნატოს კარი ღიაა და მასში ახალ წევრებს ელიან. ჯონ მაკეინმა მონტენეგროს ნატოში გაწევრიანება ამერიკულ-რუსულ ურთიერთობებში დასავლეთის გამარჯვებად შეაფასა.

დონალდ ტრამპის მხარდამჭერმა ანალიტიკურმა ცენტრმა „Heritage Foundation”-მა ნატოს სამიტამდე გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნატოს მოუწოდა შეინარჩუნოს ღია კარის პოლიტიკა. დოკუმენტის ავტორები მოუწოდებენ ნატოს წევრ ქვეყნებს, მიიღოს საკუთარ რიგებში საქართველო. სტატიის თანახმად საქართველომ დიდი ხანია შეასრულა ის ვალდებულებები, რომელიც MAP-ის აღების შემთხვევაში უნდა შეესრულებინა.

დატოვე კომენტარი