ევროპის კავშირის მომავლის ფრანკო-გერმანული გზამკვლევის ძიებაში

ინაუგურაციიდან მეორე დღესვე, 15 მაისს, საფრანგეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს ბერლინში ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა. არჩევნებში ყველაზე პროევროპული და ბრიუსელის ცალსახა ფავორიტი კანდიდატისგან გერმანიაში ამგვარი სწრაფი ვიზიტი მოულოდნელი არ ყოფილა. წინასაარჩევნო კამპანიისას მაკრონი ევროპულ გაერთიანებაში არსებული სხვადასხვაგვარი კრიზისების დასაძლევად კავშირის რეფორმაციის ინიციატივითაც გამოდიოდა. შესაბამისად, ევროპული პრობლემების გადასაჭრელად და ინტეგრაციული პროცესები დასაჩქარებლად საფრანგეთის პრეზიდენტის მხრიდან ტრადიციული ფრანკო-გერმანული თანამშრომლობის გაძლიერებაზე ზრუნვა ლოგიკური ნაბიჯია.

როგორც ევროოპტიმისტი კანდიდატი, ემანუელ მაკრონი კავშირის კრიზისების დაძლევაზე საფრანგეთის პასუხისმგებლობას იაზრებდა და ჯერ კიდევ წლის დასაწყისში იგი რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივითაც გამოვიდა, რომელსაც ევროგაერთიანებისთვის ახალი ენერგია უნდა მიეცა და ინექციის ეფექტი უნდა ჰქონოდა.

პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული მთავარი საკითხები ევროზონის ინტეგრაციული პროცესების დაჩქარებას მოიცავდა: ევროზონის საერთო ბიუჯეტის შექმნა საერთო ვალზე დაფუძნებით, ფინანსთან მინისტრის პოსტისა და ევროზონის პარალმენტის ჩამოყალიბება. მაკრონის აზრით, ევროზონის საერთი ბიუჯეტს უნდა შეძლებოდა ვალუტის გამყარება, ასიმეტრიული შოკების და ეკონომიკური დისბალანსების განეიტრალება. წინააღმდეგ შემთხვევაში ევროკავშირი განწირული იქნებოდა წევრი ქვეყნების ფისკალური პოლიტიკებსა  და სხვა მკაცრ ეკონომიკურ ზომებზე გაუთავებელი დებატებითვის.

ამგვარ მკვეთრ მესიჯებს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოჰყვა გერმანიის მთავრობაში. მაკრონის ინიციატივებს მისი გაჟღერებიდანვე მხარს უჭერდა გერმანიის სოციალ-დემოკრატი საგარეო საქმეთა მინისტრი ზიგმარ გაბრიელი, მაგრამ ეჭვის თვალით უყურებდა მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკის მხარდაჭერით ცნობილი ფინანსთა მინისტრი ვოლფგანგ შობლე. შობლე არ თანხმდებოდა ვალის გასაერთოობით ევროზონის საერთო ბიუჯეტის შექმნაზე, ასევე არარეალურად მიაჩნდა მსგავსი ცვლილებებისთვის გაერთიანების საკვანძო ხელშეკრულებების გადახედვაც.

გერმანიიდან მსგავსი მოსზრებების წამოსვლის შემდგომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ევროზონის ვალის გაერთიანების და ფინანსთა მინისტრის პოსტის იდეაც მისი დღის წესრიგიდან ამოიღო.

კანცლერ მერკელთან შეხვედრის შემდგომ ლიდერები ევროპული ინტეგრაციის გზამკვლევის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომელიც საკვანძო ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანას მოითხოვს. ევროპულ ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანას ტრადიციულად საფრანგეთი ეწინააღმდეგებოდა ხოლმე. 2005 წელს, ქვეყანამ საერთო ევროპულ კონსტიტუციის მირებაზე უარი რეფერედუმის საშალებით თქვა. მაგრამ ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთისთვის ეს საკითხი ტაბუირებულ თემას აღარ წამორადგენს და ის ცვლილებებისთვის მზადაა.

მისი სიტყვებით, „ევროპას სჭირდება პრაგმატიზმი, ნაკლები ბიუროკრატია და დაცული მოქალაქეები.

შეხვედრის შემდგომ მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ იგი არასდროს ყოფილა საერთო ევროობლიგაციებზე დაფუძნებული საერთო ბიუჯეტის შექმნის მომხრე და ყურადღება მხოლოდ ინვესტიციების ზრდაზე გაამახვილა. გერმანიასთან აქტიური კონტაქტისა და თანამშრომლობისთვის მაკრონმა ქვეყნის პრემიერად გერმანულენოვანი ედუარდ ფილიპი დანიშნა, რომელიც მერკელის მსგავსად მემარჯვენე-ცენტრისტული ეკონომიკური პოლიტიკის მხარდაჭერით გამოირჩევა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერს კიდევ ერთი საერთო სენსიტიურ პრობლემაზე – იმიგრაციაზე – მისი ინიციატივა შესთავაზა. ინიციატივის მიხედვით, უნდა შეიქმნას საერთო თავშესაფრის პოლიტიკა, რომლის ჩარჩოშიც პარიზი და ბერლინი ამ საკითხში მჭიდროდ ითანამშრომლებენ.

ევროპული გაერთიანების მომავალი განვითარება დიდწილად მისი ორი წამყვანი ეკონომიკის, გერმანიისა და საფრანგეთის გადაწყვეტილებეზეა დამოკიდებული, მაგრამ დანარჩენი წევრი სახელმწიფოებისთვის რამდენად მისაღები იქნება მხოლოდ ამ ორი მოთამაშის მიერ შემოთავაზებული პროექტები რთული სათქმელია. ემანუელ მაკრონის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები და ორმხრივად შემუშავებული განვითარების გზამკვლევი, რომელიც საკუთრივ ძირეული ხელშეკურლებების გადახედვას გულისხმობს, მნიშვნელოვანწილად რომის ხელშეკურლების 60 წლის იუბილეზე ევროპული კომისიის პრეზიდენტის ჟან კლოდ იუნკერის მიერ გაჟღერებული მრავალსიჩქარიანი ევროპის კონცეფციის ნაწილად შეიძლება იყოს აღქმული. კონცეფცია, რომელიც რამდნიმე წამყვანი ქვეყნის დაჩქარებულ ინტეგრაციას გულისხმობს უკვე მკევთრი უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. მათ კონცეფცია ევროპული გაერთიანების მომავლის კიდევ უფრო გაბუნდოვნებად აღიქვეს, სადაც ქვეყნების სხვადასხვა ნიშნით დაჯგუფებით საერთო კონსესუსის მიღწევა შეუძლებელი იქნება. ლოგიკური იქნება თუკი ამ ქვეყნებისგან მსგავსი შეფასება მოჰყვება მაკრონი-მერკელის ახალ გზამკვლევს ან ევროზონის საერთო ბიუჯეტის შექმნის იდეას.

დატოვე კომენტარი