გათბით ევკალიპტის შეშით

 

ევკალიპტის შეშა ევკალიპტის სუნს გამოსცემს

აგივსებს ოთახს მოცისფრო ალი აქვს რომელიც წითელში გადადის

რომელსაც ნახავ როცა ღუმელში ახალ ნაპობს შეუნთებ

ევკალიპტის შეშას შეუძლია თავისი სუნით

გააჯეროს ოთახი ფარდა სკამების რბილი დასაჯდომები

დივანი ლოგინის გადასაფარებლები შპალერი ბოლოს და ბოლოს

დატოვოს ზედ კვალი თითქოს მომაკვდავმა მეომარმა

საკუთარი სისხლით მიაწერაო კედელზე საკუთარ სახელი

რომელიც მანამდე იქნებ დიდად არ მოსწონდა

მაგრამ მაშინ უცებ გახდა მისი და მხოლოდ მისი

 

გათბით ევკალიპტის შეშით

ოღონდ ალბათ მაინც ზედმეტი ყელში ამოგივათ

ზომიერებაა არსი ცხოვრების

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16