ძაღლი ანტიკვარულ ჩემოდანში
მე ვნახე ბალონკა ძაღლი ძველ ჩემოდანში
ჩემოდანი ოთახის კუთხეში იდო
ძაღლის პატრონს მის ფსკერზე
სუფთა ტილო ჩაეფინა ძალიან კოხტად
– ხშირად ასწორებდა ალბათ
რეცხავდა კიდეც –
ძაღლის პატრონს ჩემოდნის ხუფი
ბაფთით მიემაგრებინა კედელზე
ისიც ძალიან კოხტად
მე ვნახე ძაღლი ძველ ჩემოდანში
სანახავად ღირდა
უშვილო დიასახლისის
დიზაინური ფანტაზიის ნაყოფი