წერეთლის გამზირზე დღეიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდა.
წერეთლისა და მიმდებარე ქუჩებზე 14:00-მდე საპარკინგე ადგილია მონიშნული. საათობრივი ღირებულება ერთი ლარია. შშმ პირებისთვის, ელექტრო მანქანებისთვის და A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის ზონალურ საათობრივი პარკირების გამოყენება უფასოა. პარკირებით უფასოდ სარგებლობენ ასევე არსებული რეგულაციის მიხედვით წერეთლის გამზირზე მცხოვრები ის პირები, ვინც რეგისტრაცია წინასწარ გაიარა.