წერეთლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ცხრათვიანი რეაბილიტაციის პროცესი დასრულებულია – წერეთლის გამზირზე საგზაო მოძრაობა დღეს ორმხრივად აღდგა.

ტრანსპორტის გადაადგილების მხრივ გარკვეული ცვლილებები იქნება. თუმცა, სამუშაოების ნაწილი ჯერ ისევ გრძელდება. ტროტუარების, ბასლაინების და გარე განათების სისტემის მოწყობა მარტში უნდა დასრულდეს.

ერთ-ერთი ცენტრალური გამზირის სარეაბილიტაციო პროექტი ცოტა ხნის წინ ოპოზიციის მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა. ორ კონტრაქტორ კომპანიასთან მოულოდნელად ხელშეკრულებების შეწყვეტის გამო გაჩნდა ეჭვი, რომ სამუშაოები დროულად ვერ დასრულდებოდა.