წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია - პოლიტიკური შეფასებები

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაში მონაწილე კომპანიებისთვის ხელშეკრულების გაწყვეტის საკითხს გამოეხმაურა.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, მმართველმა გუნდმა წერეთლის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულ პირს მოაგებინა, თუმცა კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა, რის გამოც თბილისის მცხოვრებლები დაზარალდნენ. ხაბეიშვილმა დღესვე თბილისის მერიის სხვადასხვა პროექტზეც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ კახა კალაძემ ვერცერთი მასშტაბური პროექტის შესრულება მოახერხა. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თქმით, მათ შორისაა მაღლივის ხიდის, სამგორი-ლილოს მეტროს და ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროექტები.