წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია

წერეთლის გამზირზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ადგილზე ასფალტის საფარის ქვედა ფენა ეგება. სამუშაოების გამო, წერეთლის გამზირზე დროებით იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა.

როგორ მიმდინარეობს ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამზირის რეაბილიტაცია და როდის უნდა ველოდოთ პროექტის დასრულებას – ამ საკითხებზე ახლა პირდაპირ ეთერში ჩვენი ჟურნალისტი მარიამ აფციაური ისაუბრებს, რომელიც რამდენიმე წუთის წინ მერის მოადგილეს ესაუბრა.