თბილისის მთავრობის სხდომა

წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა იანვრის ბოლოს აღდგება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახალი კომპანია გააგრძელებს. ვალდებულებების ვერშესრულების გამო, ძველ კონტრაქტორ კომპანიას მერიამ ხელშეკრულება გუშინ შეუჩერა.

როგორც მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განმარტა, საზოგადოებისთვის მიცემული პირობა, რომ ორმხრივი მოძრაობა შესაძლებელი თვის ბოლოს იქნება, აუცილებლად შესრულდება.