წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია

წერეთლის გამზირზე სამანქანო მოძრაობა იანვრის ბოლოს სრულად აღდგება. ამავე პერიოდისთვის დასრულდება ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი სამანქანე ხიდის მშენებლობაც.

მერის მოადგილის ინფორმაცით, წერეთლის გამზირზე დარჩენილია მხოლოდ ტექნიკური დეტალების მოწესრიგება და მოქალაქეებისთვის გადაადგილება უკვე სრულად მოსახერხებელი და დასაშვები იქნება, რაც ქალაქში არსებულ საცობებს შედარებით განმუხტავს.