ზონალურ-საათობრივი სისტემა წერეთლის გამზირზე

წერეთლის გამზირზე დღეიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდა. წერეთლისა და მიმდებარე ქუჩებზე 1 400-მდე საპარკინგე ადგილია მონიშნული. საათობრივი ღირებულება ერთი ლარია, თუმცა, შშმ პირებისთვის, ელექტრომანქანებისთვის და A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის ზონალურ-საათობრივი პარკირების გამოყენება უფასოა. არკირებით უფასოდ სარგებლობენ ასევე წერეთლის გამზირზე მცხოვრები ის პირები, ვინც რეგისტრაცია წინასწარ გაიარა.