სარეაბილიტაციო სამუშაოები

წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

განახლებული გამზირი დღეს თბილისის მერმა დაათვალიერა. პროექტის შედეგად მოეწყო ახალი მიწისქვეშა კომუნიკაციები. ასევე ასფალტის საფარი, ტროტუარებისა და უსაფრთხოების კუნძულები და გარე განათების ქსელი. რეაბილიტაციის შედეგად წერეთლის გამზირი სრულად ადაპტირებული გახდა შშმ პირების მოთხოვნებზე.