ზაქარია ქუცნაშვილისა და თიანეთის ყოფილი გამგებლის წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება შევიდა
არასამთავრობო ორგანიზაცია დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილისა და თიანეთის ყოფილი გამგებლის, ვაჟა ჩოხელის წინააღმდეგ.
ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის დამკვირვებლებმა მთავარ პროკურატურას განცხადებით მიმართეს. მათი თქმით, საქმე ეხება თიანეთი-ჟინვალის გზაზე ავტომობილის დაწვის ფაქტს და თიანეთში არსებულ კორუფციულ გარიგებებს.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, მათ ზაქარია ქუცნაშვილისა და თიანეთის ყოფილი გამგებლის წინააღმდეგ კონკრეტული მტკიცებულებები აქვთ, რაც მათ არაკანონიერ ქმედებებს ადასტურებს.
ბრალდებას ზაქარია ქუცნაშვილი უსაფუძვლოს უწოდებს.