პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა

პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა. გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამოცხადდა. სწორედ ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან წასვლა იყო რუსთაველზე გამართული გუშინდელი აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა მას შემდეგ, რაც პარლამენტის სპიკერის სავარძელი რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა დაიკავა და საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია რუსულ ენაზე გახსნა.

კობახიძის სავარაუდო შემცვლელად მმართველი გუნდი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის კანდიდატურას განიხილავს. მანამდე კი რეგლამენტით, თავმჯდომარის მოვალეობას პირველი მოადგილე, ანუ თამარ ჩუგოშვილი ასრულებს.

გუშინდელი მოვლენების გამო საპარლამენტო მანდატის დათმობა მოუხდა „ქართული ოცნების“ დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილსაც. სწორედ ის იყო საერთაშორისო ფორუმის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

დატოვე კომენტარი