ქუცნაშვილის განცხადება 

ზაქარია ქუცნაშვილი დეპუტატის მანდატის შეწყვეტის შემდეგ მედიასთან პირველ განმარტებებს აკეთებს.

ქუცნაშვილის  თქმით, რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ხილვამ მასაც დისკომფორტი შეუქმნა და მმართველი გუნდის შეცდომა ისაა, რომ დღის წესრიგიდან გადახვევის შესაძლებლიბა ვერ დაუშვეს. მისი განცხადებით, ასამბლეის ჩატარების შესახებ ყველა, მათ შორის პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი ინფორმირებული იყო და დღის წესრიგით ასამბლეა ბერძენ გენერალურ მდივანს უნდა წაეყვანა. ამასთან, ყოფილი დეპუტატი 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებში და  ძალადობის წამოწყებაში ოპოზიციას ადანაშაულებს და აქცენტს ოპონენტების პოლიტიკურ მიზნებზე აკეთებს.

ყოფილი კოლეგის ბრალდებებს „ევროპული საქართველო“ ცინიზმად აფასებს. ზაქარია ქუცნაშვილს თამარ ჩუგოშვილმაც უპასუხა და განახადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში გავრილოვის მოხვედრისთვის პასუხისმგებლობა ორგანიზატორებს ეკისრებათ. საპარლამენტო უმრავლესობში მიიჩნევენ, რომ 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტი აჩვენა.