მთის კანონის განხილვა

როგორ მიმდინარეობს მთის კანონის იმპლემენტაცია ამოქმედებიდან ორი წლის შემდეგ.

საკითხზე პარლამენტის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა ქედაში ადგილობრივ ბენეფიციარებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ქედის, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების მცხოვრებლები დაესწრნენ. კანონის ერთ-ერთმა ავტორმა უშუალოდ მათგან მოისმინა, თუ რა შეღავათი მიიღო მოსახლეობამ და არის თუ არა გამოსასწორებელი ხარვეზები კანონმდებლობის კუთხით.