არჩილ თალაკვაძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ გუნდის რამდენიმე წევრი ირაკლი კობახიძეს ებრძვის

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ გუნდის რამდენიმე წევრი ირაკლი კობახიძეს ებრძვის. ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომელმაც ზაქარია ქუცნაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

თალაკვაძის თქმით, პარლამენტი არის ოპონირების ადგილი და ისინი მზად არიან, გაუწიონ ოპონირება ძალებს, რომლებსაც კითხვები აქვთ.