მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა 

19-დან 21 ივნისის ჩათვლით, თბილისში მართლმადიდებელთა საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეა გაიმართება.

ღონისძიებას ჩვენი ქვეყანა პირველდ უმასპინძლებს. მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის 23 დელეგაცია მიიღებს, მათ შორის იქნებიან რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებიც. საქართველოს პარლამენტის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, ღონისძიების მიზანია ამ ასამბლეაზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდეს საქართველო, როგორც მსოფლიო ქრისტიანობის ერთ-ერთი უძველესი ერი.