მთის კანონის ამოქმედებიდან ორი წელი გავიდა. მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგები დუშეთის კულტურის სახლში შეაჯამეს.
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის ორგანიზებით და საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მხარდაჭერით, შეხვედრა პროგრამის ბენეფიციარებთან გაიმართა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა მოსახლეობისგან კანონის ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.