მიგრაცია მაღალმთიანი აჭარიდან

აჭარის მაღალმთიანი სოფლები მოსახლეობისგან იცლება. მთის კანონის ამოქმედების და პრივილეგიებით სარგებლობის მიუხედავად, ახალგაზრდების მიგრაციის მაჩვენებელი წლიდან წლამდე იზრდება. ამის მიზეზად ადგილობრივები დასაქმების პრობლემას ასახელებენ. ხელისუფლება კი იმედებს ტურიზმის განვითარებაზე ამყარებს.

მერაბ წულუკიძე მაღალმთიანი აჭარის იმ სოფლებში ჩავიდა, რომლებსაც ნასოფლარად ქცევა ემუქრება.