საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეფასებები

რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილის დაკავება „ქართული ოცნებისთვის“  მიუღებელია.

ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მომხდარს მძიმე შეცდომად აფასებს და ამბობს, რომ პასუხისმგებლობას არავინ უნდა გაექცეს. მისივე ინფორმაციით, მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრი, რუსი დეპუტატების საქართველოშ არ შემოშვების სამართლებრივი მიზეზი არ არსებობდა, ვინაიდან მათ არ აქვთ დარღვეული კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.

ოპოზიციის პროტესტს უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა  თავდაპირველად „დიპლომატიურ ქაჯობა“ უწოდა, მოგვიანებით კი განმარტა, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში მიმდინარე სესია ასამბლეის გენერალურ მდივანს, საბერძნეთის წარმომადგენელს უნდა წაეყვანა.

ქუცნაშვილს თავდაპირველად კომენტარის გაკეთების საშუალება პარლამენტში არ მიეცა. ის პარლამენტის თავმჯდომარის ოთახში შევიდა,  ცოტა ხანში კი ღონისძიების ორგანიზების დეტალებზე ილაპარაკა და აუცილებლობის შემთხვევაში მზაობა გამოთქვა, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს.