ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი ოძისში

ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა დუშეთის რაიონის სოფელ ოძისში. სოფელს, რომელიც საოკუპაციო ზოლთან მდებარეობს, საბავშვო ბაღი 30 წელზე მეტია არ ჰქონია. ბაღის გახსნას დაესწრნენ დუშეთის მაჟორიტარი ზაქარია ქუცნაშვილი და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი. მათი განცხადებით, საოკუპაციო ზოლთან არსებულ სოფელში ბაღის გახსნა კიდევ ერთი დასტურია, რომ ხელისუფლება ოკუპაციას არ შეეგუება და მსგავსი ნაბიჯებით მოსახლეობას დაეხმარება. 25 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დუშეთის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდა.