2011 წლის 26 მაისს ე. წ. ყინწვისის სპეცოპერაციის დროს დაკავებული ყოფილი პოლიტპატიმარი, ნიკოლოზ გოგუაძე გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, სწორედ ჩოლოიანი იყო გამომძიებელი, რომელმაც ის დაკითხა. გოგუაძე განმარტავს, რომ სასურველი ჩვენების მისაღებად მას დაკითხვის მიმდინარეობისას აწამებდნენ და სასტიკად სცემდნენ. მისი განცხადებით, საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ მის მიმართ არასათანადო მოპყრობა დაადგინა.