ლუკა სირაძის საქმე

ბრალდების მხარის მტკიცებულებების განხილვით განახლდა თბილისის საქალაქო სასამართლოში ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული მარიანა ჩოლოიანის პროცესი. სხდომაზე ბრალდებამ პოლიციის განყოფილებაში  არსებული ვიდეო კამერების ჩანაწერები გამოიკვლია. პროკურორის განცხადებით, ვიდეო მტკიცებულებით დასტურდება ბრალდებული მარიანა ჩოლოიანის ბრალი. დაცვის მხარის თქმით, გამოკვლეული ვიდეო მტკიცებულებებიდან ბრალდებულის დანაშაულებრივი ქმედება არ ვლინდება. დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს პირველი განყოფილების გამომძიებელს 15 წლის ლუკა სირაძის ჩვენების იძულება ედება ბრალად.