ჩოლოიანის საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული მარიანა ჩოლოიანის საქმის განხილვა გაგრძელდა.

პროცესზე ბრალდების მხარის ერთი მოწმე დაიკითხა. პროკურორის განცხადებით,  აღნიშნული მოწმე უშუალოდ შეესწრო 2019 წლის 10 დეკემბერს პოლიციის შენობაში განვითარებულ მოვლენებს. დაცვის მხარის განცხადებით კი, საქმეზე დაკითხული მოწმეები მარიანა ჩოლოიანის ბრალეულობას ვერ ადასტურებენ.