ვანო მერაბიშვილის საქმე

ვანო მერაბიშვილს პოლიტიკური გეგმები აქვს.

განცხადება ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ე. წ. მატროსოვის ციხეში შესვლამდე გააკეთა. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი საპატიმროს ხვალ დატოვებს. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მას პოლიტიკურ პატიმარს უწოდებენ. პოლიტიკურ გეგმებზე კი თავად მერაბიშვილის განცხადებას ელოდებიან. მმართველ გუნდში მერაბიშვილის შესაძლო პოლიტიკურ მომავალზე კომენტარს არ აკეთებენ, პოლიტპატიმრად მის მოხსენიებას კი შეურაცხმყოფელს უწოდებენ.