მარიანა ჩოლოიანს პატიმრობა მიესაჯა

15 წლის არასრულწლოვნის გახმაურებული საქმის სასამართლო განხილვა დასრულებულია. დღეს გამოტანილი განაჩენით, მოსამართლემ დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის ვერსია, რომლის მიხედვით, ლუკა სირაძისგან გამომძიებელმა გამოკითხვის დროს ჩვენება იძულებით მიიღო. გამომძიებელი ამ დრომდე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, დაცვის მხარე კი მტკიცებულებების არარსებობაზე მიუთითებს, რის გამოც დავის გაგრძელებას აპირებს. სხვა პირთა შესაძლო ბრალეულობის დასადგენად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მოკვლევა გრძელდება.

დატოვე კომენტარი