ჩოლოიანის საქმე

პოლიციის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები დაკითხეს 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის ჩვენების იძულების საქმეზე ბრალდებული მარიანა ჩოლოიანის სასამართლო პროცესზე.

საქმის განხილვა დახურულ რეჟიმში წარიმართა. სხდომაზე დაკითხეს დიდუბე ჩუღურეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის მოადგილე, რევაზ მამასახლისიც. ის არ ადასტურებს, რომ მოზარდზე განხორციელდა იძულება. მოწმე სხვა დეტალებთან დაკავშირებით არ საუბრობს, მათ შორის დაზარალებული მხარის განცხადებებზე, რომ პოლიციის განყოფილებაში  მოზარდს მასთანაც ქონდა კომუნიკაცია, რის შემდეგაც ის კაბინეტიდან აღელვებული გამოვიდა. მამასახლისმა თანამდებობა საკუთარი განცხადებით დატოვა. ბრალდების მხარის განცხადებით, მოწმეებმა განაცხადეს, რომ ისინი მოზარდის გამოკითხვის პროცესს არ შესწრებიან, ადვოკატები კი მიიჩნევენ, რომ დღეს დაკითხულმა ბრალდების მხარის მოწმეებმა მათი სასარგებლო ჩვენებები მისცეს, თუმცა დეტალებზე ვერ ისაუბრებენ არასრულწლოვანთა ინტერესებიდან გამომდინარე. დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს პირველი განყოფილების გამომძიებელს 15 წლის ლუკა სირაძის ჩვენების იძულება ედება ბრალად.

15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.