15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმე

15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის ადვოკატი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობაზე საუბრობს. უფლებადამცველი ამბობს, რომ ემზადებიან წინასასამართლო სხდომისთვის, რომელიც 12 თებერვალს უნდა გაიმართოს. დაცვის მხარე მტკიცებულებების მოძიების პროცესშია. გაგი მოსიაშვილის განმარტებით, ჩოლოიანის უდანაშაულობა გამოკვეთილია. შეგახსენებთ, რომ არასრულწლოვანი, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამ საქმეზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, პოლიციის გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი დააკავა. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.

დატოვე კომენტარი