15 წლის ლუკა სირაძის საქმის ახალი დეტალები

15 წლის ლუკა სირაძის საქმის ახალი დეტალები – „მოამბემ“ მოზარდის დედის ჩვენება მოიპოვა, სადაც ელიკო ჩხიტუნიძე შვილის დაკითხვასა და 10-11 დეკემბერს განყოფილებაში განვითარებულ მოვლენებს დეტალურად აღწერს. ის მუქარასა და ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე საუბრობს და ამის მთავარ განმახორციელებლად საქმის გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანსა და რამდენიმე პოლიციელს ასახელებს.

საია-ს წარმომადგენელის განცხადებით, გარდაცვლილის დედის ჩვენების გარდა, ჩოლოიანის მხრიდან, მოზარდზე განხორციელებულ შანტაჟსა და მუქარას სხვა მოწმეებიც ადასტურებენ.

რას ჰყვება ლუკა სირაძის დედა ჩვენებაში და როგორია მხარეთა პოზიციები, ხათუნა გაგნიძე მოგიყვებათ.