სროლა თბილისის ცენტრში. კრიმინალური შემთხვევა ყიფშიძის ქუჩაზე მოხდა. დაჭრილია ორი მამაკაცი. სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ორივე დაშავებული ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია. არსებული ინფორმაციით, გასროლას წინ უძღოდა სიტყვიერი დაპირისპირება. ადგილზე აღმოჩენილია დანაშაულის ჩადენის სავარაუდო იარაღი – პისტოლეტი.
ყიფშიძის ქუჩაზე ახლა ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.