წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო დღე

თბილისში წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღონისძიება ჟენევის კონვენციების 70-ე წლისთავს მიეძღვნა. შეხვედრაზე განიხილეს საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური დოკუმენტის არსი და მისი მნიშვნელობა თანამედროვე მსოფლიოში. ასევე მოეწყო შესაბამისი საარქივო ფოტომასალის გამოფენა.