უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად გამართული მარათონი - „ჩვენ უკრაინისთვის“

„ჩვენ უკრაინისთვის“ – საქართველოს პირველმა არხმა, წითელ ჯვართან ერთად, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის სოლიდარობის ნიშნად, საქველმოქმედო მარათონი გამართა. მობილიზებულია 674 380 ლარი, რომელიც ახლა წითელი ჯვრის ანგარიშზე ირიცხება. მარათონი საქართველოს პირველი არხის პირდაპირ ეთერში გავიდა და მასში ჩართვის შესაძლებლობა სატელეფონო ზარის საშუალებით ან საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით საზოგადოების ყველა წევრს ჰქონდა.

საქველმოქმედო მარათონში ცნობილმა ქართველმა მომღერლებმა მიიღეს მონაწილეობა, შესრულდა კომპოზიციები საქართველოს პირველი არხის მუსიკალური პროექტებიდან. საქველმოქმედო მარათონი საზოგადოებრივი მაუწყებლების სოლიდარობის აქციაა მთელ ევროპაში, მარათონმა სტარტი ვარშავაში აიღო, გუშინ კი თბილისსა და პრაღაში ჩატარდა, შემდეგ კი ტალინსა და ბუქარესტში, მისი მიზანი უკრაინელი ხალხის დახმარებაა.